
"კორიერე დელა სერასთან" ინტერვიუში "ნაპოლის" ბრაზილიელმა შემტევმა დავიდ ნერესმა სხვადასხვა საკითხებზე და ყოფილ თანაგუნდელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
"არასოდეს რატომ არ ვიცინი? კამერების წინ დისკომფორტს განვიცდი. უცნობ ადამიანებთან თავს უხერხულად ვგრძნობ. მწვრთნელი კონტე ჩვენგან მაქსიმუმს ითხოვს, მოტივაციას გვძენს. სკუდეტო? რატომაც არა! ეს რთული იქნება, ბოლომდე ვიბრძოლებთ, არ დავნებდებით. ტრავმით გამოწვეული 50-დღიანი პაუზის შემდეგ ვბრუნდები, ვითამაშებ თუ არა კვირას "მილანთან, ამას მწვრთნელი გადაწყვეტს. აქ სხვანაირი ვარჯიშებია, ვიდრე პორტუგალიაში. ექვს თვეში იმდენი ვირბინე, რამდენიც მთელ ჩემს კარიერაში. გუნდში ლიდერი ლუკაკუა, შემდეგ ლობოტკა.
"კვარას"
მემკვიდრე ვარ? მე სან-პაულუში დაბადებული და მესისა და რონალდინიოს მითებზე გაზრდილი დავიდ ნერესი ვარ. "კვარა" ტოპ-ფეხბურთელია. ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო. როგორც ადამიანს და მეგობარს, გული დამწყდა, რომ წავიდა".