ზეპ ბლატერმა გადადგომის შესახებ 2015 წლის ივნისში მას მერე გამოაცხადა, რაც ციურიხული ოფისის რამდენიმე ჩინოსანი დააკავეს. გამოძიებას აშშ და შვეიცარია ერთობლივად აწარმოებდნენ. საბოლოოდ, ბლატერმა 8-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო ფეხბურთისგან, რომელიც შემდეგ (აპელაციის წყალობით) 6 წლამდე შემცირდა.
81 წლის ექსპრეზიდენტმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ შვედურ გამოცემას, რომელშიც 1998 წლის მერე მსოფლიო ფეხბურთის შეფად მოვლენილმა შვეიცარიელმა განაცხადა, რომ კორუფცია უფრო
2015 წელს ყველა იძახდა, რომ ფიფა მაფიოზების ორგანიზაციაა, ახლა კი უკვე სულ უფრო მეტი აცხადებს, რომ ფიფა მსხვერპლია, - განაცხადა ბლატერმა. - შეგიძლიათ იგივე კითხვა დაუსვათ ამერიკულ მართლმსაჯულებას. მათაც აღიარეს, რომ ფიფა არის მსხვერპლი და არა დამნაშავე. დღეს მე ბედნიერი ადამიანი ვარ და, მართალია, ფიზიკურად აღარ ვარ ფიფაში, მენტალურად ისევ ამ ორგანიზაციის გვერდით ვარ. ახლაც ვეხმარები ორგანიზაციას რაღაც-რაღაცებში, თუნდაც შესაფერისი კადრების მოზიდვაში", - დაგვეთანხმებით, ბოლო განაცხადი საკმაოდ სკანდალურია, რადგან ბლატერი აღიარებს, რომ არღვევს აკრძალვას, რომლის მიხედვითაც, არ აქვს უფლება, ფეხბურთში იმოღვაწეოს.
ბუნებრივია, ბლატერი 2018 და 2022 წლების მუნდიალის მასპინძლობასაც შეეხო. "მე ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს უტყუარი ინფორმაცია. ასე რომ, მისმინეთ - 2018 და 2022 წლების მუნდიალები იმ ქვეყნებმა იმიტომ მიიღეს, რომ ამას ითხოვდა მაშინდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ჩვენზე ხორციელდებოდა პოლიტიკური ზეწოლა, რაც შესაბამის რეკომენდაციებში გამოიხატებოდა. ერთი-ორი წლის მერე ყველაფერი უკეთესად გაირკვევა და გამოჩნდება. ჩემთვის ეს იქნება რეალური გამართლება, არა ჩემი მუხლებისთვის, მაგრამ სულისთვის", - ამბობს მოხუცი ექსჩინოვნიკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"