დიკ ადვოკაატმა ჰოლანდიის ნაკრების განაცხადი დაასახელა

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმა სექტემბერში ბულგარეთთან და საფრანგეთთან გასამართი შესარჩევი მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. მისი არჩევანი ასეთია:

მეკარეები: იესპერ სილესენი ("ბარსელონა", ესპანეთი), მარტენ სტეკელენბურგი ("ევერტონი", ინგლისი), იერუნ ზუტი ("ეინდჰოვენი");
მცველები: ჯოელ ველტმანი ("აიაქსი"), დეილი ბლინდი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), ბრუნო მარტინშ ინდი ("სტოკი", ინგლისი), კენი ტეტე ("ლიონი", საფრანგეთი), სტეფან დე ვრი, უესლი ჰუდტი (ორივე - "ლაციო", იტალია), ნათან აკე ("ბორნმუთი", ინგლისი);
ნახევარმცველები: კევინ სტროტმანი ("რომა", იტალია), ჯორჯინიო ვიინალდუმი ("ლივერპული", ინგლისი), დონი ვან დე ბეკი, მატეის დე ლიგტი (ორივე -
"აიაქსი"), ჯერმენი ლენსი ("ბეშიქთაში", თურქეთი), მემფის დეპაი ("ლიონი", საფრანგეთი), არიენ რობენი ("ბაიერნი", გერმანია), დევი პროპერი ("ბრაიტონი", ინგლისი), მარკო ვან გინკელი ("ეინდჰოვენი"), იენს ტორნსტრა, ტონი ვილენა, სტივენ ბერგეისი (ყველა - "ფეიენოორდი"), ვესლი სნეიდერი ("ნიცა", საფრანგეთი), დევი კლასენი ("ევერტონი", ინგლისი);
თავდამსხმელები: ქვინსი პრომესი ("სპარტაკი", რუსეთი), ბას დოსტი ("სპორტინგი", პორტუგალია), ვინსენტ იანსენი ("ტოტენჰემი", ინგლისი), რობინ ვან პერსი ("ფენერბაჰჩე", თურქეთი), იურგენ ლოკადია ("ეინდჰოვენი"), რაიან ბაბელი ("ბეშიქთაში", თურქეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული