საფრანგეთი-ჰოლანდიის წინ: შეგიძლიათ სახლში დარჩეთ

AutoSharing Option
დღეს მუნდიალის A საკვალიფიკაციო ჯგუფში სიკვდილ-სიცოცხლის მატჩია - სენ დენის "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთი ჰოლანდიას მასპინძლობს. ფრანგებს და შვედებს 13-13 ქულა აქვთ, ჰოლანდიელებს - 10. ამ სამეულის გარდა ბრძოლაში რეალურად ბულგარეთიც მონაწილეობს (9 ქულა).

სტუმართა რიგებში დიდი სიახლეა - გუნდს, შესაძლოა, დაუბრუნდეს რობინ ვან პერსი, რომელსაც უკვე ორი წელიწადია ნაკრებში არ უთამაშია. დიკ ადვოკაატმა "ფენერბაჰჩეს" ფორვარდი გაიხსენა და მას ნაკრებში დაუძახა. ახლა რობინმა ვინსენტ იანსენის კონკურენცია უნდა დაძლიოს, თუ სურს სასტარტო შემადგენლობაში მოხვდეს.

ნაკრებს ამხნევებს გუნდის კაპიტანი არიენ რობენი: "რა
თქმა უნდა, საფრანგეთს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ მე მათზე ლაპარაკი არ მსურს. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მათზე ნაკლებნი ვართ და არ შეგვიძლია ფრანგების დამარცხება პარიზში. ვინც ასე ფიქრობს, შეუძლია სახლში დარჩეს. მე პირადად, ყოველთვის ოპტიმისტი ვარ".

ჰოლანდიაში მართლაც ვერ გადაიტანენ მეორე შოკს - შეგახსენებთ, რომ ეს ნაკრები ევრო 2016-ზე მაშინ ვერ მოხვდა, როცა გუნდების რიცხვი 24-მდე გაიზარდა. არადა, მარცხი სწორედ იმის ნიშანი იქნება, რომ ჰოლანდიის ნაკრებს ვერც რუსეთში ვიხილავთ.

მარტში სოფიაში მარცხი ძვირად დაუჯდა დენი ბლინდს, ახლა გუნდში მის ადგილზე ადვოკაატია.

ევრო 2016-ის ფინალის წაგების მერე დიდიე დეშამის გუნდს მაინცდამაინც სახარბიელო შედეგი არ აქვს - 11-დან 7 მატჩი მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

საფრანგეთი და ჰოლანდია ერთმანეთს 25-ჯერ დაუპირისპირდნენ. 12 მატჩი ფრანგებმა მოიგეს, 10 ჰოლანდიელებმა და მხოლოდ სამი დასრულდა ფრედ.

მათი დაპირისპირების ბოლო 5 მატჩიდან 3 საფრანგეთმა მოიგო. ყველაზე ბოლო მატჩი ამ მუნდიალის საკვალიფიკაციო დაპირისპირება იყო, ფრანგებმა სტუმრად 1:0 იმარჯვეს.

დიდიე დეშამს კითხეს, შვედების ბოლო წარმატებამ სტოკჰოლმში ნაკრებში კითხვის ნიშნები ხომ არ გააჩინაო, რაზეც "დიდიმ" მიუგო:

"რატომ კითხვის ნიშნები? 12 ქულის აღება კიდევ შესაძლებელია, პირველი ადგილის დაკავებაც. ჩემი აზრით, განგაშის ზარების დრო ნამდვილად არ არის. დიახ, ჩვენ ნაკლებად კომფორტულ სიტუაციაში ვართ, ვიდრე ვიყავით შვედეთთან მატჩამდე, მაგრამ მუნდიალზე მოხვედრა არასდროს ყოფილა იოლი", - განაცხადა დეშამმა, რომელმაც გუნდში დაუძახა კილიან მბაპეს იმის მიუხედავად, რომ მას დიდი ხანია, სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია.

სავარაუდო შემადგენლობები
საფრანგეთი (4-4-2): ლორისი - სიდიბე, კოსიელნი, უმტიტი, კურზავა - პოგბა, კანტე, კომანი, ლემარი - გრიზმანი, ლაკაზეტი
ჰოლანდია (4-2-3-1): სილესენი - ფელტმანი, დე ვრეი, ჰუდტი, ბლინდი - სტროოტმანი, ვეინალდუმი - რობენი, სნეიდერი, დეპაი - იანსენი.

A ჯგუფი
VII ტური
31 აგვისტო
ლუქსემბურგი-ბელარუსი 22:45
ბულგარეთი-შვედეთი 22:45
საფრანგეთი-ჰოლანდია 22:45

1. შვედეთი 6 4 1 1 12:4 13
2. საფრანგეთი 6 4 1 1 11:5 13
3. ჰოლანდია 6 3 1 2 13:6 10
4. ბულგარეთი 6 3 0 3 9:12 9
5. ბელარუსი 6 1 2 3 4:11 5
6. ლუქსემბურგი 6 0 1 5 6:17 1


B ჯგუფი
VII ტური
31 აგვისტო
შვეიცარია-ანდორა 22:45
უნგრეთი-ლატვია 22:45
პორტუგალია-ფარერები 22:45

1. შვეიცარია 6 6 0 0 12:3 18
2. პორტუგალია 6 5 0 1 22:3 15
3. უნგრეთი 6 2 1 3 8:7 7
4. ფარერები 6 1 2 3 2:10 5
5. ანდორა 6 1 1 4 2:13 4
6. ლატვია 6 1 0 5 2:12 3


H ჯგუფი
VII ტური
31აგვისტო
საბერძნეთი-ესტონეთი 22:45
კვიპროსი-ბოსნია 22:45
ბელგია-გიბრალტარი 22:45

1. ბელგია 6 5 1 0 24:2 16
2. საბერძნეთი 6 3 3 0 10:3 12
3. ბოსნია 6 3 2 1 13:5 11
4. კვიპროსი 6 2 1 3 5:9 7
5. ესტონეთი 6 1 1 4 5:17 4
6. გიბრალტარი 6 0 0 6 3:24 0


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული