"ვისთან მექნება უფრო მეტი პრობლემა "სკუადრა აძურასთან" თამაშისას? კიელინისთან. მასთან საჯარიმოში ბურთისათვის ბრძოლა იგივეა გორილასთან გალიაში რომ მოხვდე და საჭმლის წართმევა სცადო.
მგონი, მის მიერ კონტროლირებადი ზონიდან მხოლოდ რამოდენიმეჯერ მოვახერხე გოლის გატანა. მასთან დუელის მოგება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ჯანლუიჯი ბუფონი? უბრალოდ უცხოპლანეტელია. ის და იკერ კასილიასი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები არიან. ჯიჯი თითქმის ყველა ბურთს ეუფლება. მართალია, ძველებურად სწრაფი არაა,