მადრიდული მატჩის შემდეგ ყველაფერი "დალაგდა" - ესპანეთი და იტალია თავიანთ დარჩენილ შეხვედრებში სტაბილურად თუ ითამაშებენ, "ფურია როხა" მუნდიალის საგზურს მიიღებს, ხოლო "სკუადრა აძურა" - პლეი ოფის. ძნელია, ელოდო, რომ ხულიენ ლოპეტეგის გუნდს ფეხი დაუცდება უსუსტეს ლიხტენშტაინთან.
ვეტერან დავიდ ვილიასთვის სამწუხაროდ, იგი ლიხტენშტაინთან მატჩში ვერ ითამაშებს, ვარჯიშზე ფეხი იტკინა და უკვე გაემგზავრა ამერიკაში. არადა, "ელ გუახე" სამ-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიასთან მატჩში დაბრუნდა ეროვნულ ნაკრებში. მას 100 მატჩამდე ორი კეპი რჩება. შეგახსენებთ, რომ 59 გოლით იგი ესპანეთის ნაკრების ყველა დროის
იტალიასთან გამარჯვების შემდეგ სამშობლოში "როხა" ქებით ცამდე აიყვანეს. განსაკუთრებით, აღსანიშნავია ისკოს თამაში, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო. მისგან დაჩაგრულმა მარკო ვერატიმ ისიც თქვა, ასე ლეო მესიც კი ვერ თამაშობს ფეხბურთსო.
რა შეიძლება ითქვას, ლოპეტეგის მოღვაწეობაზე, მას საკმაოდ რთულ პერიოდში უწევს მუშაობა - ნაკრებში გაახალგაზრდავების პროცესია. რაც ყველაზე მთავარია, მწვრთნელმა სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებულ გუნდში ფეხბურთელთა პატივისცემა მოიპოვა და ეს ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა.
"ჩვენ ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, ყოველი დარჩენილი თამაში მოსაგებია. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ასე ნიჭიერი ფეხბურთელები, ძალიან უფრთხილდებიან გუნდურ ეთიკას", - განაცხადა მან.
სამაგიეროდ, განგაშის ზარები შემოჰკრეს იტალიაში, "სკუადრა" დღეს რეჯო ემილიაში ისრაელს მასპინძლობს. უკვე ღიად ითხოვენ ჯამპიერო ვენტურას გადაყენებას. ამ საკითხზე კომენტარი იტალიური ფეხბურთის ბოს კარლო ტავეკიოსაც სთხოვეს:
"ჩვენი შრომა მნიშვნელოვანია. მადრიდის მატჩამდე ყველა ბედნიერი იყო. მე ვადასტურებ, რომ კვლავ ვენდობი ვენტურას. მუნდიალზე ვერ მოხვედრა აპოკალიპსი იქნება, მაგრამ ჩვენ იქ აუცილებლად ვითამაშებთ", - განაცხადა ტავეკიომ.
"მარკასთან" ინტერვიუში ჯიჯი ბუფონმა თქვა, რომ არ ელოდა, რომ ამხელა უპირატესობა ექნებოდა ესპანეთის ნაკრებს. სხვათა შორის, თავად ჯიჯისაც აკრიტიკებენ - ასაღები გოლი გაუშვაო...
ლეონარდო სპინაცოლას ნაცვლად, რომელმაც ტრავმა მიიღო, ისრაელთან მატჩისთვის ნაკრებში 25 წლის დავიდე ძაპაკოსტა მიიწვიეს. ძაპაკოსტამ სატრანსფერო დედლაინის დღეს "ტორინო" "ჩელსიზე" გაცვალა.
G ჯგუფი:
მაკედონია-ალბანეთი 22:45
იტალია-ისრაელი 22:45
ლიხტენშტაინი-ესპანეთი 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 7 6 1 0 24-3 19
2. იტალია 7 5 1 1 18-7 16
3. ალბანეთი 7 4 0 3 9-8 12
4. ისრაელი 7 3 0 4 9-13 9
5. მაკედონია 7 2 0 5 9-13 6
6. ლიხტენშტაინი 7 0 0 7 1-26 0
I ჯგუფი
ჯგუფის ლიდერი ხორვატია თურქეთს სტუმრობს და დიდი ბრძოლა ელის, რადგან ეს მასპინძელი გუნდისთვის გაბრძოლების ბოლო შანსია. დიდი მნიშვნელობა აქვს მატჩს რეიკიავიკშიც.
ხორვატიის ნაკრებს დიდი დანაკლისი აქვს - ივან რაკიტიჩი ვერ ითამაშებს. მას მუხლის მყესი ვერ აქვს წესრიგში და ექიმმა თამაშის უფლება არ მისცა. ამ ორი გუნდის პირველი მატჩი ზაგრებში 1:1 დასრულდა.
ხორვატია კვლავ რჩება თურქეთისთვის უხერხულ მეტოქედ - 8 შეხვედრიდან გუნდმა 5 ფრედ ითამაშა და 3 დათმო, მოგებით კი ჯერ არ მოუგია. დანაკლისია მასპინძელთა შორისაც - გიოქჰან გიონულმა ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს.
რეიკიავიკში ისლანდიის ნაკრები, რომელმაც მოულოდნელად დაკარგა სამი ქულა ფინეთში, უკრაინას მასპინძლობს, ვინც მას ქულით უსწრებს. კიევში ამ გუნდების შეხვედრა 1:1 დასრულდა. ისლანდიას არასოდეს მოუგია უკრაინისთვის - წინა სამი მატჩიდან 1 დათმო და 2 ფრედ დაასრულა.
I ჯგუფი
ისლანდია-უკრაინა 22:45
თურქეთი-ხორვატია 22:45
კოსოვო-ფინეთი 22:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 7 5 1 1 12-2 16
2. უკრაინა 7 4 2 1 11-5 14
3. ისლანდია 7 4 1 2 9-7 13
4. თურქეთი 7 3 2 2 11-8 11
5. ფინეთი 7 1 1 5 5-10 4
6. კოსოვო 7 0 1 6 3-19 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"