გახარებული ლიოვი საფინალო სასტვენისას ტუალეტში გახლდათ

AutoSharing Option
ბუნდესტიმმა შტუტგარტში პირთამდე სავსე "მერსედეს ბენც არენაზე" გაანადგურა ნორვეგია 6:0-ზე, რვა მატჩიდან რვავე მოიგო, მაგრამ ჯერ მაინც ვერ გაინაღდა მუნდიალის საგზური. ისევე, როგორც წინა შეხვედრაში ჩეხებთან, კვლავ გამოიჩინა თავი "ლაიპციგის" 21 წლის თავდამსხმელმა ტიმო ვერნერმა.

ისეთ დიდ უპირატესობას ფლობდნენ მასპინძლები, შეეძლოთ უფრო დიდი ანგარიშითაც მოეგოთ. ნორდებმა კი ისევ ვერ ივარგეს და თამაშის ბოლოს პრესტიჟის გოლის გატანაც ვერ მოახერხეს - კინგმა ბურთი ძელს გაარტყა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობ გახარებული იყო ვერნერი. მან აღნიშნა, რომ მეტოქის კარის ორჯერ დალაშქვრამ ფრიად გაახარა, მით
უმეტეს, მშობლიურ არენაზე (ტიმო შტუტგარტის აღზრდილია).

საფინალო სასტვენამდე დატოვა სათადარიგოთა სკამი გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა. როგორც გერმანიის ტელევიზიას განუცხადა, ტუალეტში გავიდა. მისი თქმით, ვერნერის ნაკრებში გამოძახებას ზოგი სკეპტიკურად შეხვდა, თავად კი სჯეროდა ახალგაზრდა ფეხბურთელის, გაუმართლა კიდეც იმედები და ამჯერად შეგირდებზე აუგი არ ეთქმის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული