გულშემატკივრები წარუმატებლობაში მთავარ დამნაშავედ ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელს, ალექსის სანჩესს მიიჩნევენ, რომელმაც განვლილი ორივე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და გუნდს ვერაფრით შეეწია. მათი აზრით, ალექსისს ახლა ფეხბურთზე უფრო თავისი მეგობარი ქალი, მსახიობი მაიტა როდრიგესი აინტერესებს.
ფანებმა სპეციალური გვერდი შექმნეს
ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ხოსე სულთანა ამბობს, რომ სანჩესი მაიტას გადაყვა, წონაშიც მოიმატა და სისწრაფე დაკარგა. თავად ფეხბურთელმა წარუმატებლად ასპარეზობისათვის გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და მდგომარეობის გამოსწორებას დაჰპირდა.
შეგახსენებთ, პრემიერლიგის მესამე ტურში "ლივერპულთან" 0:4-ზე წაგებულ მატჩში "არსენალის" მენეჯერმა არსენ ვენგერმა ალექსისი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 62-ე წუთზე უხეიროდ ბურთაობის გამო ოლივიე ჟირუთი შეცვალა.