შიში ოხერია... პერუ არგენტინაში საკუთარი სასმელი წყლით ჩავიდა

AutoSharing Option
პერუს ნაკრები არგენტინის წინააღმდეგ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე სასმელი წყლის საკუთარი მარაგით გაემგზავრა, - წერს El Espectador-ი.

როგორც გაირკვა, ამგვარი გადაწყვეტილება გუნდის მენეჯერებმა მიიღეს - მათ ეშინიათ, რომ მოთამაშეებს მოწამლავენ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, რომელშიც პერუს ნაკრები პირდაპირ კონკურენტს ხვდება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციოს დასრულებამდე ორი ტურით ადრე პერუ და არგენტინა იბრძვიან მეოთხე ადგილისთვის, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვედრის საშუალებას იძლევა. ხოლო გუნდი, რომელიც მეხუთე ადგილზე გავა, საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფს ითამაშებს ოკეანეთის საუკეთესო გუნდთან -
ახალ ზელანდიასთან.

16 ტურის შემდეგ გუნდებს 24-24 ქულა აქვთ. პერუ გათამაშების ცხრილში უფრო მაღლაა მეტი მოგების გამო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ რამდენიმე დღის წინ რუსულ არხებზე ფეხბურთს ვუყურებდი,ერთდროულად ღამდენიმე არხი მქონდა ჩართული.ჰო და ტაიმებს შორის შუალედში აქეთ იქით გადასვლისას გადავაწყდი როგორ სიცილ ხარხარით ჰყვება მარადონა,თუ როგორ შეაპარეს ბრაზილიელ ბლანკოს სასმელ წყალში ტრანკვილიზატორი1990 წელს.ის მატჩი არგენტინამ მოიგო.1-0.ტექნიკურმა პერსონალმა დაშავებული ფეხბურთელის დდასახმარებლად რომ გამოვიდა,ერთ ბოთლ წყალში ტრანკვილიზატორი გაურია და ბრაზილიელებისათვის შეინახა.იმდღეს სიცხე 35 გრადუსამდე ყოფილა და ბრაზილიელებსაც ბუნებრივია სწყუროდათ.მივიდა საწყალი ბლანკო,აიღო ბოთლით წყალი და დალია,შემდეგ კი ბოთლი არგენტინელ ფეხბურთელს გადააწოდა.ეგ არა,სხვა ბოთლიდან დალიე,ჩამოართვა ბოთლი ტექნიკურმა პერსონალმა არგენტინელს,და სხვა ბოთლი მიაწოდა.ეს მარადონამ იცოდა,მაგრამ ეტყობაარა მთელმა კოლექტივმა,იმიტომ რომ რამდენიმე კაცი ბლანკოს გაბეჩავებას ახლაც სიცხეს აბრალებს.ეს ამბავი პირველ ტაიმში მომხდარა,მატჩის დასაწყისშივე. ასე რომ პერუელებს შიშის საფუძველი აქვთ.მე ეს ამბავი არ ვიცოდი და ალბათ ჩემნაირი სხვაც ბევრი იქნება.
სოსო
08:46 06-10-2017
0

სიახლეები პოპულარული