უელსელი ფანის განრიგი, რომელიც თბილისში ვერ წამოვიდა

AutoSharing Option
უელსელი ფანებისთვის 6 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დღეს შეიძლება გადაწყდეს მათი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის საკითხი.

რამდენიმე ათასი ფანი უკვე თბილისშია და "დინამო არენის" დაპყრობით იმუქრება.
- მოდი "დინამოზე"! გადაფარე უელსის ათასობით ქომაგის ხმა! [VIDEO]

რა თქმა უნდა, უელსის ნაკრების ყველა გულშემატკივარი საქართველოში ვერ ჩამოვიდა. ამიტომ უელსის ნაკრების ფან-კლუბმა სახლში დარჩენილებისთვის 6 ოქტომბრის განრიგი გამოაქვეყნა.
  • ვყიდულობთ ლუდს დიდი რაოდენობით
  • ლუდს ვაწყობთ მაცივარში
  • ვუყურებთ ბენ ვუდბურნის გოლს 500-ჯერ (უელსის ნაკრების 17 წლის ტალანტია, რომელმაც სადებიუტო მატჩში ავსტრიას ლამაზი გოლი გაუტანა)
  • ვსვამთ ლუდს
  • ვუყურებთ უელსის ნაკრების გამოსვლას
    ევროპის ჩემპიონატზე ITV-ზე
  • ვსვამთ მეორე ბოთლ ლუდს
  • ვუყურებთ უელსის ნაკრების გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე BBC-ზე
  • ვსვამთ მესამე ბოთლ ლუდს
  • ვუყურებთ უელსის ნაკრების ევროპის ჩემპიონატიდან სახლში დაბრუნების ცერემონიას
  • ვაცარიელებთ მაცივარს ლუდისგან
  • ვუყურებთ დოკუმენტურ ფილმს კრის კოულმენზე
  • ვტირით ბევრს
  • მივდივართ პაბში
  • ვუკვეთავთ ლუდს
  • ვიღებთ სიამოვნებას საქართველო-უელსის მატჩისგან
  • ვღრიალებთ ბევრს და გაურკვევლად
  • ვბრუნდებით სახლში, ვაღვიძებთ ცოლს და ვიწყებთ სიმღერას "საუკეთესო ბენ ვუდბურნზე".
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამაზრზენი ხალხია, ეთიკის არმქონე ბომჟები
....
11:56 07-10-2017
2
და ამ დროს ხვდება , რომ ბევრის დალევა მოუწია და ღრიალი რომელიც მთელ უელს ესმოდა მისი, თურმე ამაოდ..სიმათვრალეში ვერ გაარკვია ზუსტად რომელმა ნაკრებმა მოიგო და დილიდან კვლავ ტირილი განაგრძო...
Tornike
18:13 06-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული