ნავალკა: მუნდიალზე ნებისმიერი ნაკრების დამარცხება შეგვიძლია

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრებმა ვარშავაში მონტენეგრო 4:2-ზე დაამარცხა, 25 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მუნდიალზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

თამაშის დასრულების შემდეგ, სტადიონზე დიდი ზეიმი გაიმართა. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე 16 გოლის გამტან თავდამსხმელს რობერტ ლევანდოვსკის ერთმა ფანმა ბუცზეც კი აკოცა და ფეხბურთელმა შეიფერა.

პოლონელთა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ კი შემდეგი განაცხადა:"მიზნად ყოველთვის ამბიციური ამოცანები უნდა დაისახო. მუნდიალზე ოპტიმისტური განწყობით მივემგზავრებით. ჩემი გუნდის იმედი მაქვს. ისეთი დაცვა გვყავს, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული