მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა: ყველაზე პატარა და გულიანი [VIDEO]

AutoSharing Option
9 ოქტომბერს ევროპაში შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა დღე იყო და თითქმის ყველაფერი გაირკვა.

რა თქმა უნდა, ხვალ კიდევ ორ ფინალისტს ველით (რომელთაგანაც ერთი, დიდი ალბათობით, საფრანგეთი იქნება), მაგრამ დანარჩენი უკვე ცნობილია - მუნდიალს ევროპიდან კიდევ ორი შეემატა - საქართველოს დამმარცხებელი სერბეთი და ევრო 2016-ის სენსაცია ისლანდია. ასე რომ, მუნდიალის მონაწილეთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.

თითქმის (99,99%-ით) გაირკვა კიდევ ერთი რამ - 9 ჯგუფიდან 8 მეორეადგილოსანი პლეი-ოფში ითამაშებს, ხოლო მეცხრე უიღბლო (უფრო სწორად, ყველაზე ცუდი მეორეადგილოსანი) კი ბრძოლას ჩამოშორდება.

მიუხედავად იმისა, რომ შესარჩევი
ციკლის დასრულებამდე დღე რჩება, ეს უიღბლო გარკვეულია - სლოვაკეთი! ამ გუნდს მეორე ადგილმა არაფერი არ მოუტანა. არის მხოლოდ ერთი შანსი სლოვაკეთის პლეი-ოფში მოხვედრის - დღეს საბერძნეთის ნაკრებმა გიბრალტართან ვერ უნდა მოიგოს (!), ბოსნიამ ესტონეთი დაამარცხოს და ამ შემთხვევაში, ბოსნიის ნაკრები იქნება უცუდესი მეორეადგილოსანი.

ქებათა ქება ისლანდიას, რომელიც გახდა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყანა, რომელმაც მუნდიალის საგზური მოიპოვა. აქამდე ასეთი ტრინიდადი და ტობაგო იყო (1,3 მილიონი მოსახლე). ისლანდიაში სულ 330 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ევროპის ჩემპიონატზე დაწყებული ვიკინგთა ზღაპარი გრძელდება - ისლანდიამ კოსოვო დაამარცხა (რაც მოსალოდნელი იყო) და მუნდიალის საგზური მოიპოვა.

აი, კიევის "ოლიმპიისკიზე" კი დედა შვილს არ აიყვანდა - ანდრეი შევჩენკო ვერ გამოდგა კარგი მწვრთნელი, მისმა გუნდმა გადამწყვეტი მატჩი დათმო ხორვატიასთან - 0:2. ლუკა მოდრიჩმა და ივან რაკიტიჩმა დღის გმირად ანდრეი კრამარიჩი აქციეს (დუბლი შეასრულებინეს) და ხორვატია პლეი-ოფში ითამაშებს.

ესპანეთის ჯგუფში გასარკვევიც ბევრი არაფერი იყო - "ფურია როხამ" და "სკუადრა აძურამ" მინიმალური გამარჯვებები იკმარეს და, როგორც უკვე ცნობილი იყო, პირველი მუნდიალზე ითამაშებს, მეორე კი ჯერ პლეი-ოფში "შეივლის".

კელტური დერბი კარდიფში "წითლებისთვის" ცუდად დასრულდა - პლეი-ოფის საგზური მარტინ ო'ნილის ირლანდიამ მოიპოვა. ამ ქვეყნის გმირად კი ერთადერთი გოლის ავტორი ჯეიმს მაკენი იქცა.

D ჯგუფი
უელსი-ირლანდია 0:1
გოლი: 0:1 მაკკლინი (57)
უელსი (4-1-4-1): ჰენესი - განტერი, ე. უილიამსი, ჩესტერი, დევისი - ალენი (37. ჯ. უილიამსი) - კინგი (65. ვუდბერნი), რემზი, ლოურენსი, ლედლი - რობსონ-კანუ (71. ვოუკსი).
ირლანდია (4-4-2): რენდოლფი - კრისტი, დაფი, კლარკი, უარდი - არტერი (78. უელანი), ბრეიდი, მეილერი, ჰენდრიკი - მაკკლინი, მერფი (90+2. ლონგი).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოლდოვა-ავსტრია 0:1
გოლი: 0:1 შაუბი (69)
მოლდოვა (4-2-3-1): ჩებანუ - ბორდიანი, ბოლოჰანი (86. პაირელი), ეპურეანუ, როზგონიუკი - იონიცა, ანტონი - პლატიცა (80. ამბროსი), კოციუკი, ივანოვი (70. კოჟოკარი) - გინსარი.
ავსტრია (4-2-3-1): ლინდნერი - ბაუერი, ლინჰარტი, დანსო, ვობერი - გრილიტჩი, ბაუმგარტლინგერი - შაუბი, კაინცი (59. ლაზარო), არნაუტოვიჩი (81. შიობესბერგერი) - ბურგშტალერი (45+2. იანკო).
გაძევება: იონიცა (55. მოლდოვა)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თ მ ფ წ ბ ქ
1. სერბეთი 10 6 3 1 20-10 21
2. ირლანდია 10 5 4 1 12-6 19
3. უელსი 10 4 5 1 13-6 17
4. ავსტრია 10 4 3 3 14-12 15
5. საქართველო 10 0 5 5 8-14 5
6. მოლდოვა 10 0 2 8 4-23 2

G ჯგუფი
ისრაელი-ესპანეთი 0:1
გოლი: 0:1 ილიარამენდი (76)
ისრაელი (4-3-3): ჰარუში - კელტიენსი, ტიბი, ტ. ბენ ჰაიმი I, დავიდზადა - ნატხო, კოენი, კაბა (67. ბიტონი) - ატარი (74. ბენაიუნი), მელიქსონი (54. ტ. ბენ ჰაიმი II), ჰემედი.
ესპანეთი (4-2-3-1): რეინა - ასპილიკუეტა, ნაჩო, რამოსი (47. ასპასი), მონრეალი - ილიარამენდი, ბუსკეტსი - ასენსიო - ვიერა, პედრო (76. კალიეხონი), ადურისი (66. ისკო).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ალბანეთი-იტალია 0:1
გოლი: 0:1 კანდრევა (73)
ალბანეთი (4-2-3-1): ბერიშა - ჰისაი, ვესელი, მავრაი, აგოლი - ბაშა (68. ლილა), კასე - როში (90+1. აჰმედი), მემუშაი (76. ლატიფი), გრეჟდა - სადიკუ.
იტალია (4-4-2): ბუფონი - დარმიანი (61. ძაპაკოსტა), ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა - კანდრევა, პაროლო, გალიარდინი, ინსინიე (90+3. ელ შაარავი) - იმობილე, ედერი (89. გაბიადინი).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მაკედონია-ლიხტენშტაინი 4:0
გოლები: 1:0 მუსილუ (36), 2:0 ტრაიკოვსკი (38), 3:0 ბარდი (66), 4:0 ადემი (68)
მაკედონია (4-4-2): დიმიტრიევსკი - რისტოვსკი, მუსილუ, ზაიკოვი, რისტევსკი - ალიოსკი, ბარდი (76. დორიევი), ჰასანი (46. ელმასი), ტრაიკოვსკი - ნესტეროვსკი, პანდევი (63. ადემი).
ლიხტენშტაინი (4-1-4-1): იელე - კინტანსი, მალინი, კაუფმანი, გოპელი - პოლვერინო - ვოლფინგერი (65. ილდიზი), მ. ბიუხელი (79. მ. ზელე), ვაიზერი, ბრანდლე (72. ერნე) - ა. ზელე.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 10 9 1 0 36-3 28
2. იტალია 10 7 2 1 21-8 23
3. ალბანეთი 10 4 1 5 10-13 13
4. ისრაელი 10 4 0 6 10-15 12
5. მაკედონია 10 3 2 5 15-15 11
6. ლიხტენშტაინი 10 0 0 10 1-39 0

I ჯგუფი
ისლანდია-კოსოვო 2:0
გოლები: 1:0 გ. სიგურდსონი (40), 2:0 გუნდმუნდსონი (68)
ისლანდია (4-2-3-1): ჰალდორსონი - სევარსონი, რ. სიგურდსონი, არნასონი, მაგნუსონი - ჰალფრედსონი (89. სიგურიონსონი), გუნარსონი (78. ინგასონი) - გუდმუნდსონი, გ. სიგურდსონი, ბიარნასონი - ბოდვარსონი (61. ფინბოგასონი).
კოსოვო (4-3-2-1): უიკანი - ვოივოდა, იაშანიცა, რაჰმანი, პაკარადა - პნიში (54. მურიქი), ჰალიმი (78. კასტრატი), ვ. ბერიშა - რაშიცა, სელინა - ნუჰიუ (54. ბ. ბერიშა).

უკრაინა-ხორვატია 0:2
გოლები: 0:1 კრამარიჩი (62), 0:2 კრამარიჩი (70)
უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი - კარავაევი, რაკიტსკი, ხაჩერიდი, მატვიენკო - როტანი (69. სიდორჩუკი), სტეპანენკო - იარმოლენკო, მარლოსი (78. ბესიედინი), კონოპლიანკა - გარმაში (66. კოვალენკო).
ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი - ვიდა, ლოვრენი, მიტროვიჩი, ვრსალიკო (86. პივარიჩი) - რაკიტიჩი, ბადელი - კრამარიჩი (88. პაშალიჩი), მოდრიჩი, პერიშიჩი - მანჯუკიჩი (90. როგი).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფინეთი-თურქეთი 2:2
გოლები: 0:1 თოსუნი (57), 1:1 არაიუური (76), 1:2 თოსუნი (83), 2:2 პოჰიანპალო (88)
ფინეთი (4-4-2): ჰრედეცკი - მოისანდერი, ვაისანენი, არაიუური, პირინენი - ჰეტემაი (60. ჰამალაინენი), სპარვი, ლამი (86. მარკანენი), ლოდი - პუკი (82. სოირი), პოჰიანპალო.
თურქეთი (4-2-3-1): ბაბაჯანი - სოიუნჩუ, თუფანი, ტოპრაკი, კიობასი - იოქუსლუ, ინანი (85. თოფალი) - ოზიაკუპი, იაზიჩი (75. მორი), ჩალჰანოღლუ - თოსუნი.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ისლანდია 10 7 1 2 16-7 22
2. ხორვატია 10 6 2 2 15-4 20
3. უკრაინა 10 5 2 3 13-9 17
4. თურქეთი 10 4 3 3 14-13 15
5. ფინეთი 10 2 3 5 9-13 9
6. კოსოვო 10 0 1 9 3-24 1

მეორეადგილოსნები
თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 7 6 0 1 22-4 18
2. იტალია 8 5 2 1 12-8 17
3. დანია 8 4 2 2 13-6 14
4. ხორვატია 8 4 2 2 8-4 14
5. შვედეთი 7 4 1 2 17-7 13
6. ჩრ. ირლანდია 8 4 1 3 10-6 13
7. საბერძნეთი 8 3 4 1 9-5 13
8. ირლანდია 8 3 4 1 7-5 13
9. სლოვაკეთი 8 4 0 4 11-6 12

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შვედეთი ჯერ არ გასულა! რა იცი რა ხდება ბურთი მრგვალია:):):)
ლაშა
12:56 10-10-2017
3
ვაისის ლოგიკით ისლანდიელები სულ ჩემპიონთა ლიგაში თამაშობენ
ანდრი
13:53 10-10-2017
2

სიახლეები პოპულარული