უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ადვოკატი: სანამ ნაკრებს ჩავიბარებდი, ჰოლანდიას ციკლი ჩაგდებული ქონდა

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა დიკ ადვოკატმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთის 2:0-ზე დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიბარა გუნდი:

"საფრანგეთი თავის მოედანზე უნდა დაგვემარცხებინა. არ მეგონა თუ შვედები ფრანგებს დაამარცხებდნენ. ვფიქრობდი, ჩემი ხელმძღვანელობით დარჩენილ 2 შეხვედრაში 12 ქულის აღება მიზნის მისაღწევად საკმარისი იქნებოდა.

ეს შესარჩევი ციკლი გუნდმა ჩემს დანიშვნამდე ჩააგდო. ახლა ყველაფერი ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გაანალიზოს".

ადვოკატი ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს სათავეში გადაყენებული დანი ბლინდის ნაცვლად 2017 წლის 1 ივნისს ჩაუდგა, როდესაც ნაკრებს 5 შეხვედრაში 7 ქულა ქონდა.