05:39 11-10-2017
მ/ჩ 2018. სამხრ. ამერიკა: მესიმ არგენტინა მუნდიალზე გაიყვანა [VIDEO]
AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებს მუნდიალზე გასასვლელად კიტოში ეკვადორის დამარცხება ესაჭიროებოდა. მატჩი სტუმრებისთვის ლამის ტრაგიკულად დაიწყო. რობერტო ორდონესმა და რომარიო იბარამ პირველივე წუთზე გაარღვიეს ალბისელესტეს დაცვა და ამ უკანასკნელმა სერხიო რომეროს კარი დალაშქრა. უიღბლო დებიუტმა არ გატეხა ვერცხლისქვეყნელები, უფრო სწორად კი მისი ლიდერი ლეო მესი. მან 12-ე წუთზე ანხელ დი მარიასთან კომბინაცია გაითამაშა და ანგარიში გათანაბრა.
მე-20 წუთზე ლიონელმა მეტოქეს ბურთი აართვა, წინ წაიწია და თავისი გუნდი დააწინაურა, ხოლო შესვენების შემდეგ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, ჰეთ-ტრიკი მიითვალა და არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა.
ლეომ საკვალიფიკაციო ტურნირებზე 21 გოლი გაიტანა და სამხრეთ ამერიკის ზონის რეკორდსმენი გახდა.
პერუ-კოლუმბია 1:1 დასრულდა, ბრაზილიამ კი, რომლისთვისაც ამ შეხვედრას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ქონდა, სან პაულუში ჩილე არ დაინდო, 3:0 მოუგო და ამერიკის ბოლო ორი თასის გამარჯვებული მუნდიალს მიღმა დატოვა. დუბლი გაბრიელ ჟეზუშმა მიითვალა, ერთი გოლი კი ჩინებულ ფორმაში მყოფმა პაულინიომ გაიტანა.
ურუგვაიმ მონტევიდეოში ბოლივია 4:2-ზე დაამარცხა. დუბლი ლუის სუარესმა შეასრულა, თითო გოლი კი მარტინ კასერესმა და ედინსონ კავანიმ გაიტანეს.
მოკლედ, მუნდიალზე ბრაზილია, ურუგვაი, არგენტინა და კოლუმბია გავიდნენ, პერუ კი პლეი-ოფში ახალ ზელანდიას შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ჩემი აზრით ვისაც უნდოდა რომ არგენტინა ვერ გასულიყო მუნდიალზე, იმას ფეხბურთი არ უყვარს. 30 წელია არგენტინის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ძალიან დამწყდა გული ჰოლანდიის და ჩილეს ნაკრებებზე. მესიზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტად მიმაჩნია.
28
0
მუნდიალზეც ბევრი გოლი გაგეტანოს ლეო,იქნებ დანარჩენებმაც გამოიხედონ თვალებში და შედეგი დაიდოს.
25
0
რამდენი ელოდა ლეოს შერცხვენას.DDDDDDD
24
0
ალბათ,როცა ეს "არანორმალური"ისახებოდა, მაშინ როსარიოს ცას ფეხბურთის მფარველმა ანგელოზებმა გადაუფრინეს,თანაც უკლებლივ ყველამ.
23
0
უფრო სწორად, ”ანომალია” ხომ არა?
0
0
მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია!
23
2
გენიოსი მესი
23
0
გენიოსი მესი
19
0
არც მარადონას და არც პელეს თამაშები არ გვინახავს სტადიონიდან. აი მომენტები ბევრი მინახავს, თითქმის ყველა მომენტები. სასვეა Youtube მათი კადრებით. და ამის გათვალისწინებით ვამბობ, მესიზე ძლიერი არ ყოლია მსოფლიო ფეხბურთს!
13
2
ამან შეიძლება არგენტინას რუსეთში ჩემპიონობა მოაგებინოს...ჩვენს ნაკრებს რა ეშველება თამაშს რომ ვერ იგებენ...ნეტა მესის სამადლოდ არ გვათხოვებენ მომავალ ევროპის შესარჩევზე მისი ქართველი გულშემატკივრების ხათრით?
13
0
მესი - ფეხბურთის მესია!
12
0
< წინა123შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული