23 ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ნამდვილად ითამაშებს

AutoSharing Option
სამხრეთამერიკული საკვალიფიკაციო ეტაპის მე-18 ტურისა და ჩრდილოამერიკული შესარჩევის მე-10 ტურის მატჩების შემდეგ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური სტადიის მონაწილე კიდევ ოთხი ნაკრები გამოვლინდა.

19 გუნდს, რომლებმაც მანამდე მოიპოვეს რუსეთში გასამართი მუნდიალის საგზური, ბოლო დღეს არგენტინის, ურუგვაის, კოლუმბიისა და პანამის ეროვნული ნაკრებები დაემატნენ.

- მ/ჩ. სამხრ. ამერიკა: მესიმ არგენტინა მუნდიალზე გაიყვანა [VIDEO]
- მ/ჩ 2018. ჩრდ.ამერიკა. ბოლო ტური: აშშ რუსეთში არ მიდის!
- მ/ჩ 2018. ევროპა. ბოლო ტური: ევრო 2016-ის ფინალისტები მუნდიალზე გავიდნენ [VIDEO]

გთავაზობთ სრულ სიას იმ ნაკრებებისა, რომლებიც ნამდვილად
ითამაშებენ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე: რუსეთი, ბელგია, ინგლისი, გერმანია, ესპანეთი, ისლანდია, პოლონეთი, სერბეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, ბრაზილია, ურუგვაი, არგენტინა, კოლუმბია, იაპონია, სამხრეთი კორეა, ირანი, საუდის არაბეთი, კოსტა-რიკა, მექსიკა, პანამა, ეგვიპტე, ნიგერია.

მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით ჩატარდება და მასში პლანეტის 32 საუკეთესო გუნდი ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის წილისყრა მოსკოვში 1-ელ დეკემბერს, კრემლში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული