მ/ჩ 2018. ჩრდ. ამერიკა. ბოლო ტური: აშშ რუსეთში არ მიდის!

AutoSharing Option
ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე, რომელსაც რუსეთი უმასპინძლებს, აშშ-ის ნაკრები არ ითამაშებს.

ჩრდილოამერიკული შესარჩევი ციკლის დასკვნით, მე-10 ტურის შეხვედრაში ამერიკელები სტუმრად ტრინიდადისა და ტობაგოს ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ და 1986 წლის შემდეგ პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ.

ქალაქ კოუვაში, თბილისის დროით 11 ოქტომბერს, შუაღამისას ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე ომარ გონსალესის ავტოგოლის შედეგად გაიხსნა, 37-ეზე კი ელვინ ჯონსმა მასპინძელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა. 47-ე წუთზე კრისტიან პულიშიჩმა ერთი ბურთი გაქვითა, მეტი კი ამერიკელებმა ვეღარ შეძლეს.

X ტურის სხვა შეხვედრებს რაც
შეეხება, ჰონდურასმა შინ უმოტივაციო მექსიკას ანგარიშით 3:2 სძლია, პანამამ კი საკუთარ მოედანზე ასევე უმოვიტივაციო კოსტა-რიკა დაამარცხა - 2:1.

შესაბამისად, სწორედ პანამის ეროვნული გუნდი შეუერთდა მექსიკისა და კოსტა-რიკის ნაკრებებს, რომლებსაც ვადამდე ჰქონდათ განაღდებული მუნდიალზე თამაში. ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა ჰონდურასმა, რომელიც რუსეთის საგზურისთვის პლეი-ოფში ავსტრალიას დაუპირისპირდება.

ჩრდილოეთ ამერიკის შესარჩევ ჯგუფში საბოლოო მდგომარეობა ასეთია:

1. მექსიკა - 21 ქულა
2. კოსტა რიკა - 16
3. პანამა - 14
4. ჰონდურასი - 13
5. აშშ - 12
6. ტრინიდადი და ტობაგო - 10.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიანაც კარგი ამერიკა მაინც ყოველთვის მდარე ფეხბურთს აჩვენებს. ტრინიდადი და ტობაგოსთან რომ წააგებ რომელ შეთქმულებას ლაპარაკობთ?მოეგო და გასული არ იყო ეგ თქვენი ამერიკა შეთქმულება არა კვახი კიდე ამ ამერიკის ნაკრებზე რატო შეტკივა ამდენ ქართველს გული ეგ არ მესმის.
Gigilo
15:43 11-10-2017
2
1986 კი არა 1990 წლის მერე, სტატუსს ხომ არ დებთ, ბოლოს და ბოლოს ინფორმაციაა და ყურადღება მიაქციეთ ხოლმე.
თამაზ დალაქიშვილი
16:07 11-10-2017
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული