მ/ჩ 2018. ჩრდ. ამერიკა. ბოლო ტური: აშშ რუსეთში არ მიდის!

AutoSharing Option
ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე, რომელსაც რუსეთი უმასპინძლებს, აშშ-ის ნაკრები არ ითამაშებს.

ჩრდილოამერიკული შესარჩევი ციკლის დასკვნით, მე-10 ტურის შეხვედრაში ამერიკელები სტუმრად ტრინიდადისა და ტობაგოს ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ და 1986 წლის შემდეგ პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ.

ქალაქ კოუვაში, თბილისის დროით 11 ოქტომბერს, შუაღამისას ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე ომარ გონსალესის ავტოგოლის შედეგად გაიხსნა, 37-ეზე კი ელვინ ჯონსმა მასპინძელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა. 47-ე წუთზე კრისტიან პულიშიჩმა ერთი ბურთი გაქვითა, მეტი კი ამერიკელებმა ვეღარ შეძლეს.

X ტურის სხვა შეხვედრებს რაც
შეეხება, ჰონდურასმა შინ უმოტივაციო მექსიკას ანგარიშით 3:2 სძლია, პანამამ კი საკუთარ მოედანზე ასევე უმოვიტივაციო კოსტა-რიკა დაამარცხა - 2:1.

შესაბამისად, სწორედ პანამის ეროვნული გუნდი შეუერთდა მექსიკისა და კოსტა-რიკის ნაკრებებს, რომლებსაც ვადამდე ჰქონდათ განაღდებული მუნდიალზე თამაში. ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა ჰონდურასმა, რომელიც რუსეთის საგზურისთვის პლეი-ოფში ავსტრალიას დაუპირისპირდება.

ჩრდილოეთ ამერიკის შესარჩევ ჯგუფში საბოლოო მდგომარეობა ასეთია:

1. მექსიკა - 21 ქულა
2. კოსტა რიკა - 16
3. პანამა - 14
4. ჰონდურასი - 13
5. აშშ - 12
6. ტრინიდადი და ტობაგო - 10.
მკითხველის კომენტარები / 8 /
აშშ არანაირად არ არის ღირსი ამ თამაშით მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს რომ პანამას კოსტა რიკასთან არარსებული პირველი გოლი აჩუქეს, ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთია საერთოდ. პანამელთა ფრის შედეგით კი აშშ პლეი ოფში ხვდებოდა. თუმცა კიდევ ვიმეორებ, აშშ ღირსი არანაირად არაა მაინც.
ირაკლი
09:55 12-10-2017
0
რა პოლიტიკა რის პოლიტიკა უმოტივაციო ტრინიდადთან რომ წააგებ მსოფლიოზე რა გინდა ეხლა დაიწყებს ამერიკა ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოწოდებას და ის კი იქნება პოლიტიკა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული