"თუ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი არ არის, მაშინ მე ქათამი ვყოფილვარ!"

AutoSharing Option
ინგლისური ფეხბურთის 56 წლის ლეგენდამ, გარი ლინეკერმა, ლიონელ მესიზე ილაპარაკა:

"იქ, სადაც მესია, იმედიც არის. ის უბრალოდ გამოვიდა ეკვადორთან მატჩში და ჰეთ-თრიკი შეასრულა. თუ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი არ არის, მაშინ მე, უბრალოდ, ქათამი ვყოფილვარ და მეტი არაფერი", - განაცხადა მან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
სულ რღაც რამდენიმე თვის უკან ბარსამ რეალთან ორივე თამაში წააგო,აღარაფერს ვამბობ იუვესთან და პსჟ-თან ჩლ თამაშებზე,ან პერუსთან.ან წინა მსოფლიოზე პლეიოფებზე სადაც არგენტინამ ბურთი საერთოდ ვერ გაიტანა.ნეტავ ლინეკერმა ამ თამაშებს თუ უყურა.მაშინ თუ შეაწუხა ამ სულელურმა აზრმა.
მეეჭვება ამ სტატიის სიმართლე
13 ოქტომბერი 2017 01:31
3
რაღაც ძალიან საეჭვო გარემოებებია: ჯერ არგენტინას გააქვს სამი გოლი მაღალმთაში, იქ სადაც ერთის გატანაც უჭირდა აქამდე, შემდეგ არგენტინის მოსისხლე მტერი ბრაზილია უწვდის დახმარების ხელს ჩილეს დამარცხებით. რაში სჭირდებოდათ? არგენტინის გასათრევად?
ნიკა
12 ოქტომბერი 2017 21:22
3
ამ თამაშში მესის დი მარიამ აუბა მხარი და ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა მესისათვის.
ამ ქვეყანაზე პელეც აგორებდა ბურთს და ლინეკერს თუ ყოველ საღამოს საბუდარს შეუმოწმებენ,ცუდი არ იქნება.რა იცი,იქნებ კვერცხის დებაც დაიწყოს.
სოსო
12 ოქტომბერი 2017 17:50
1
კი მესი მაგარია ძალიან, მაგრამ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი არ მგონია: საუკეთესომ აე უნდა წააგოს ნაკრებთან ერთად 3 ფინალი და რეალური ლიდერი უნდა იყოს. ეკვადორს მოუგო ხომ? მეტი რა ქნეს ასეთი და მესი საქართველოს ნაკრებში ხომ არ არის რომ მარტო მის დამსახურებად აღვიქვათ არგენტინის მსოფლიოზე გასვლა. და რა წინა თამაშებში აკლდა გუნდს თუ რატომ მოუწია არგენტინას ბოლო თამაშამდე საქმის მიყვანა (სხვათაშორის ხშირად აკეთებს არგენტინა ამას შესარჩევებში)
???
12 ოქტომბერი 2017 16:00
1
რას ჰქვია ”ეკვადორს მოუგეს მარტო”,არ მესმის? 28 ქულა მარტო ეკვადორთან მოგებით დააგროვეს?...
ზაზა
12 ოქტომბერი 2017 20:26
1
ლინეკერი როგორც ფეხბურთელი მაგარი იყო. იმიჯს რაც შეეხება წვერის და ა.შ. მოყვანილობით ქათამთან ახლოსაა. მესიზე კი რა უნდა თქვა, ძალიან მაგარი ფეხბურთელია და მის გამო მეც და კიდევ უამრავ გულშემატკივარს უყვარს სპორტის ეს სახეობა, მაგრამ წყალწაღებულ ეკვადორთან მოგებას და რის ვაი ვაგლახით მსოფლიოზე გათრევას თუ უთვლიან გმირობაში ეს დამამცირებელიც კი არის ამ დონის ფეხბურთელისთვის. ერთ რამეში მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული რომ ნებისმიერი საშუალო დონის ევროპული გუნდი ნახევარზე ოდნავ მეტი ძალისხმევითაც კი რიხინ-რიხინით გავიდოდა სამხრეთ ამერიკის შესარჩევიდან მუნდიალზე. მაგ.(შვეიცარია, დანია, შვედეთი, ჰოლანდიაც და თუნდაც რუმინეთი ან ბოსნია, სლოვაკეთი). ასე რომ არ ღირს ქათამთან თავის შედარება ამ არაფრისმთქმელი დამსახურებისთვის რასაც არგენტინის ნაკრები იჩალიჩებს თუ უჩალიჩებს მსოფლიო საბუკმეიკერო კანტორებს. ჩემი აზრით დიბალას და მესის გუნდს ბრაზილიაზე ადრე უნდა გაენაღდებინათ მსოფლიოს საგზური, მაგრამ ბრაზილიას გერმანიასთან იმხელა სახადი გადაახდევინეს, ალბათ კიდევ ერთი ოცი წელი ვერაფერს დააძალებენ ტოტალიზატორები, თვითონ თუ არ მოისურვა სასწაულების კეთება ვიღაც მკვდარ გუნდებთან.
................
12 ოქტომბერი 2017 14:20
4
ჯერ ერთი,აქ საუბარი მესიზეა და არა არგენტინის ნაკრებზე.
მეორე,მესის თუ გოლების გატანა და მოგებები აკლია,რა ვიცი მე?...
ზაზა
12 ოქტომბერი 2017 20:24
2
რამდენადაც მახსოვს ევროპას 13 გუნდი ყავს მსოფლიოზე კვოტით და სამხრეთ აფრიკას 5... და ბოლო 2 მსოფლიოზე პლეი ოფში სამხრეთ ამერიკის 5 გუნდი გავიდა.. მაშინ როცა ევროპას 7 და 6 გუნდი გაყავდა იქ. ორივე ნახევარფინალში კი 2 გუნდი ყავდა ჩაყვანილი. ასე რომ რიხინ რიხინით გაივლიდა შესარჩევს ევროპული რომელიმე ნაკრებიო ცოტა რთული წარმოსადგენია. არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი, ჩილე და კოლუმბია დღეს ესპანეთს, გერმანიას და საფრანგეთს თუ არ ჩათვლი, სხვასთან არავისთან იქნება აუტსაიდერი.
თენგო
12 ოქტომბერი 2017 17:40
0
თვითონაც დიდი ფეხბურთელი რომ სხვაზე ამას იტყვის ბევრს ნიშნავს
ირაკლი ქუთაისელი
12 ოქტომბერი 2017 13:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული