მუნდიალი 2018-ის შესარჩევის პლეი ოფის წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს 17 ოქტომბერს ციურიხში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევის პლეი ოფის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად ნაკრებები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

ჩრდილოეთ ირლანდია-შვეიცარია
ხორვატია-საბერძნეთი
დანია-ირლანდია
შვედეთი-იტალია

პირველი მატჩები 9-11 ნოემბერს გაიმართება, განმეორებითი - 12-14 ნოემბერს. ოთხ წყვილში გამარჯვებული გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
არასწორია ტერმინ "მუნდიალის" დამკვიდრება ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის აღსანიშნავად. არასწორია, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს სიტყვა ესპანურად მსოფლიოს ნიშნავს და იგი კონკრეტულად ფეხბურთთან არაა დაკავშირებული. ესპანურ ენაზე ნებისმიერ მსოფლიო ჩემპიონატს "Campeonato mundial" ჰქვია, ფრენბურთშიც, ქერლინგშიც და პოკერშიც. გარდა მაგისა, "mundial" ზედსართავი სახელია, რამდენად სწორია, მსოფლიო ჩემპიონატის ესპანური ზედსართავით მოხსენიება? ეს იგივეა რუსული სიტყვა "მირავოი" ვიხმაროთ ანალოგიურ კონტექსტში. და ყველაზე მთავარი: რატომ ვიყენებთ ფეხბურთის ჩემპიონატის აღსანიშნავად ესპანურ სიტყვას და არა, ვთქვათ, ინგლისურს (ფეხბურთის სამშობლოა ბოლოსდაბოლოს), ფრანგულს (უეფას და ფიფას ოფიციალური ენებია) ან პორტუგალიურს (ბრაზილიელების მშობლიური ენაა)? პატივი ვცეთ ქართულ ენას, ქართულად კი "მუნდიალს" მსოფლიო ჰქვია.
მფრინავი ჰოლანდიელი
18 ოქტომბერი 2017 11:08
0
მეგრულად გამოდის უხერხულად.
ინტრიგანი
18 ოქტომბერი 2017 09:49
0
მუნდიალი ძირძველი ქართული სიტყვაა. სად იყვნენ ესპანელები, ქართველები რომ ყაბახზე მუნდიალობდნენ, მერე ნამუნდიალები სამუნდიალოდ მაზანდარანს შეემუნდიალებოდნენ და იქიდან ფრიად ურიხცვი ალაფით სულ მუნდიალ-მუნდიალით ბრუნდებოდნენ. იხილეთ ქართული მუნდიალის სათავეები.
ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს
18 ოქტომბერი 2017 09:35
0
მართლაც - რა მუნდიალი?! საქართველოში არ ვართ?
Z.LO
17 ოქტომბერი 2017 20:43
1
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატსაც მუნდიალი ჰქვია ესპანურად და წინადადება შემომაქვს, მასაც მუნდიალი დავარქვათ. და საერთოდ, ყველა მსოფლიო ჩემპიონატს მუნდიალი დავარქვათ.
კოპა ამერიკა
17 ოქტომბერი 2017 17:34
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული