მერვედფინალი 1/8
შალკე
0
:
0
სიტი
ატლეტიკო
0
:
0
იუვენტუსი
იუნაიტედი
0
:
0
პსჟ
ტოტენჰემი
0
:
0
დორტმუნდი
ლიონი
0
:
0
ბარსელონა
რომა
0
:
0
პორტო
აიაქსი
0
:
0
რეალი
ლივერპული
0
:
0
ბაიერნი
more

დღეს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის პლეი-ოფების წილისყრა გაიმართება

AutoSharing Option
დღეს ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალისა და ევროპა ლიგის 1/16-ფინალის წილისყრა გაიმართა.

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა ჩვენი დროით 15:00 საათზე დაიწყება.

წილისყრის პროცედურა
გუნდები ორ კალათაში გადანაწილდებიან: ჯგუფის გამარჯვებულები და მეორე ადგილის მფლობელები.

ჯგუფის გამარჯვებულები:

  • "ბაიერნი" (გერმანია E)
  • "ბარსელონა" (ესპანეთი B)
  • "დორტმუნდი" (გერმანია A)
  • "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი F)
  • "პორტო" (პორტუგალია D)
  • პსჟ (საფრანგეთი C)
  • "რეალი" (ესპანეთი G)
  • "იუვენტუსი" (იტალია H)

მეორე ადგილის მფლობელები:

  • "ატლეტიკო" (ესპანეთი A)
  • "აიაქსი" (ჰოლანდია E)
  • "ლივერპული" (ინგლისი C)
  • "ლიონი" (საფრანგეთი F)
  • "მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლისი, H)
  • "რომა" (იტალია, G)
  • "ტოტენჰემი" (ინგლისი B)
  • "შალკე" (გერმანია D)

კლუბები, რომლებიც ერთ ჯგუფში თამაშობდნენ ან ერთ
ასოციაციას წარმოადგენენ, ერთმანეთს მერვედფინალში ვერ შეხვდებიან.

ჯგუფის გამარჯვებულები პირველ მატჩებს 12/13 და 19/20 თებერვალს სტუმრად ჩაატარებენ, ხოლო 5/6 და 12/13 მარტს - შინ.

მეოთხედფინალის წილისყრა 15 მარტს გაიმართება.

ევროპა ლიგის წილისყრის პროცედურა
რაც შეეხება ევროპა ლიგას, ის 16:00 საათზე დაიწყება.

კლუბები ორ კალათაში გადანაწილდებიან: ჯგუფის 12 გამარჯვებული და ოთხი საუკეთესო კლუბი, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილზე გავიდნენ, განთესილები იქნებიან.

მეორე კალათაში ჯგუფის მეორეადგილოსნები და ჩემპიონთა ლიგის დანარჩენი მესამეადგილოსნები განუთესავები იქნებიან.

განთესილები:
  • "არსენალი" (ინგლისი)
  • "აინტრახტი" (გერმანია)
  • "ლევერკუზენი" (გერმანია)
  • "ბენფიკა" (პორტუგალია) *
  • "ბეტისი" (ესპანეთი)
  • ვალენსია (ესპანეთი) *
  • "ვილიარეალი" (ესპანეთი)
  • "გენკი" (ბელგია)
  • ზაგრების "დინამო" (ხორვატია)
  • კიევის "დინამო" (უკრაინა)
  • "ზალცბურგი" (ავსტრია)
  • "ზენიტი" (რუსეთი)
  • "ინტერი" (იტალია) *
  • "ნაპოლი" (იტალია) *
  • "სევილია" (ესპანეთი)
  • "ჩელსი" (ინგლისი)

განუთესავები:
  • ბატე (ბელორუსი)
  • "ბრიუგე" (ბელგია) *
  • "პლზენი" (ჩეხეთი) *
  • "გალათასარაი" (თურქეთი) *
  • "კრასნოდარი" (რუსეთი)
  • "ლაციო" (იტალია)
  • "მალმიო" (შვედეთი)
  • "ოლიმპიაკოსი" (გერმანია)
  • "რაპიდი" (ავსტრია)
  • "რენი" (საფრანგეთი)
  • "სელტიკი" (შოტლანდია)
  • "სლავია" (ჩეხეთი)
  • "სპორტინგი" (პორტუგალია)
  • "ფენერბაჰჩე" (თურქეთი)
  • "ციურიხი" (შვეიცარია)
  • "შახტარი" (უკრაინა) *

* - ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსულები

განთესილი კალათიდან გუნდები პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებენ. ერთი ჯგუფის ან ერთი აცოციაციის კლუბები 1/16-ფინალში ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.

1/16-ფინალის პირველი მატჩები 14 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩები - 21 თებერვალს.

1/8-ფინალის წილისყრა 22 თებერვალს ჩატარდება.

altრობერტ ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი გახდა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოუთმენლად ველოდები წილისყრას :)))))
2

სიახლეები პოპულარული