თბილისის გრან პრი: წილისყრა გაიმართა, წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
თბილისის გრან პრიზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა.

წილისყრა დღეს, 28 მარტს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გაიმართა.

საქართველოს ვაჟ და გოგონათა ნაკრები გუნდები ოლიმპიურ სასახლეში გაფართოებული შემადგენლობით იასპარეზებენ.

მწვრთნელებმა ლიდერებთან ერთად ბოლო ხანს წარმატებული ფალავნებიც მიიწვიეს, რამდენიმე პირველ ნომერს კი დასვენების და ძალების აღდგენის საშუალება მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ასპარეზობები ოლიმპიურ სასახლეში 29 მარტს დილიდან დაიწყება, ტურნირი კი 31 მარტს დასრულდება.

თბილისი IJF-ის გრან პრის ზედიზედ მეექვსედ უმასპინძლებს.

წილისყრის შედეგად წყვილები შემდეგნაირად დალაგდნენ:

60 კგ
კუპატაძე - ჯუმაიევი (თურქმენეთი)
ნოზაძე - აღაევი (აზერბაიჯანი)
ჩხვიმიანი
- ჟენისბეკი (უზბეკეთი) VS კოროციდისი (საბერძნეთი)
ჯ. პაპინაშვილი - ხალმატოვი (უკრაინა)

66 კგ

გუგულაშვილი - შერშანი (ბელორუსი)
ჭიკაიძე - ფალკივსკი (უკრაინა)
ნინიაშვილი - ბერნსი (ირლანდია)
თუთაშვილი - ოლეინიკი (პორტუგალია)

73 კგ
გიგანი - განბოლდი (მონღოლეთი)
იაშვილი - მინკოვი (ბელორუსი)
ჩიხელიძე - ჯუმანიაზოვი (თურქმენეთი)
გიუნაშვილი - შოკა (ბელორუსი)

81 კგ
კაციაშვილი - კონრადი (გერმანია)
დონღვანი - რასულოვი (უზბეკეთი) VS ბალამპანა (საბერძნეთი)
გრიგალაშვილი - ომიროვი (თურქმენეთი)
მჭედლიშვილი - მარკონჩინი (იტალია)

90 კგ
პაპუნაშვილი - გროსკლაუსი (შვეიცარია)
ღვინიაშვილი - ფინესი (სეიშელის კუნძულები)
ჭრიკიშვილი - კლიავუსოვი (ბელორუსი)
მარგიანი - ბობონოვი (უზბეკეთი)

100 კგ

ტაველური - ბაუზა (ლიეტუვა)
ბერიაშვილი - მუხამეთხანოვი (ყაზახეთი)
სანებლიძე - სმიტი (აშშ)
ჩიქოვანი - ხანჯიანი (სომხეთი)

+100 კგ
ბუღაძე - დაურბეკოვი (რუსეთი)
ზაალიშვილი - დ'არკო (იტალია)
ოქრუაშვილი - დრაგიჩი (სლოვენია)
მატიაშვილი - ტადეჰარა (აშშ)

გოგონები
ციხელაშვილი (48 კგ) - ბრიჟიდა (ბრაზილია)
მახარაშვილი (48 კგ) - რენიქსი (დიდი ბრიტანეთი)
ყიფშიძე (48 კგ) - ნაზაროვა (თურქმენეთი)
ლევიცკა-შუკვანი (52 კგ) - ბაბამურატოვა (თურქმენეთი)
ჯანაშვილი (52 კგ) - მოკდარი (საფრანგეთი)
ლიპარტელიანი (57 კგ) - დორვინი (კუბა)
ბებოშვილი (63 კგ) - ტრაიდოსი (გერმანია)
ჭანტურია (70 კგ) - ვარგას კოხი (გერმანია)
სომხიშვილი (+78 კგ) - გერი (იტალია)

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრან პრიზე დიკსვალიფიკაციის გამო გურამ თუშიშვილი ვერ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული