იტალიას მუნდიალზე მონაწილეობის იმედი გაუჩნდა

AutoSharing Option
პერუს პარლამენტი კანონის მიღებას აპირებს, რომლის მიხედვით ფეხბურთის ფედერაცია ფაქტიურად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა, რაც ფიფას წესებს ეწინააღმდეგება და თუ ამ სამხრეთამერიკულმა ქვეყანამ ეს კანონი მართლაც მიიღო, მაშინ ფიფა თავისი რიგებიდან გარიცხავს და მათ ნაკრებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მიღება აეკრძალება.

მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში, წარსული დამსახურების გამო,  იტალიელები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაკანტური ადგილის დაკავებას იმედოვნებენ. თუმცა, პერუმ ისეთი ზარზეიმით აღნიშნა მუნდიალზე გასვლა, რომ ნაკლებადსავარაუდოა მსგავსი სისულელე ჩაიდინონ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
გასაკვირი არაფერია შესაძლოა იტალიამ დიდი ფული გადაიხადოს ვისაც გახსოვთ 1978წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენეთ პერუმ როგორ წააგო 6:0 არგენტინასთან ზუსტად იმ ანგარიშით რომლითაც გადიოდა არგენტინა ჯგუფიდან ასაე რომ ფული არამარტო ჯოჯოხეთს ფეხბურთსაც ანათებს
0
მაგათ (იტალიას) თუ სამხრეთული თავმოყვარეობა გააჩნიათ,ეგრეც რომ მოხდეს მაინც არ უნდა ითამაშონ.თვითონ ხომ არიან დარწმუნებულები,რომ არ ეკუთვნით და არ დაუმსახურებიათ...
ზაზა
09:18 23-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული