ვალერი გაზაევი: "დეილი მეილი" და სხვა შავბნელი ძალები მუნდიალს ვერ წაგვართმევენ

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ამჟამად სახელმწიფო დუმის ფიზკულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თვით ვალერი გაზაევმა კომენტარი გააკეთა "დეილი მეილიში" გამოქვეყნებულ წერილზე, თითქოს მომავალ მუნდიალზე რუსეთის ნაკრები დოპინგის გამოყენებას აპირებს:

"დეილი მეილი" და სხვა შავბნელი ძალები მუნდიალს ვერ წაგვართმევენ. ამის შანსი არა აქვთ. წერას კი ვერავინ ვერ დაუშლის. რაც 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოვიპოვეთ, დაიწყეს ჩვენი საშინელებად წარმოსახვა. ევროპირველობაზე სწორედ ინგლისელებმა მოახდინეს საჩხუბრად ჩვენი გულშემატკივრების პროვოცირება. როდესაც ბერეზუცკიმ ბოლო წუთზე გოლი გაუტანა, ჩვენი დროშა დაწვეს.

მათ
ვერ მოიპოვეს მუნდიალის ჩატარების უფლება და მას მერე მიმდინარეობს ჩვენი ფეხბურთის ჭუჭყიანი პროპაგანდა. როგორ შეიძლება დაწერო, რომ რუსეთის ნაკრები დოპინგის მიღებას აპირებს (ვითომ, ჯერ არ მიუღიათ - რედ.)? რა იცით, რას ვაპირებ ხვალ?  ეს ხომ სისულელეა. ამ სიბინძურეს საზღვარი არა აქვს".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვალერა,მაგ შავ ულვაშს გაფიცებ,მართლა არ აპირებთ დოპინგის გამოყენებას? თუმცა რა,გინდ გამოიყენეთ და გინდ არა,თქვენ ჩვენსავით მაინც არაფერი გეშველებათ.
status quo
10:57 16-01-2018
2
მიართვით ვალერას ჩემგან 1კგ.ვაზელინი!
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული