უკრაინის სპორტის მინისტრი ქომაგებს მოუწოდებს, რუსეთის მუნდიალზე არ გაემგზავრონ

AutoSharing Option
უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა იგორ ჟდანოვმა მოუწოდა უკრაინელ გულშემატკივარს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე რუსეთში არ გაემგზავრონ.

"მე ვხედავდი, რა ახლოს იყო მსოფლიო საზოგადოება ამ გადაწყვეტილებასთან ორი წლის წინ. როცა სასამართლო პროცესები დაიწყო ფიფას ყოფილი ხელმძვანელობის წინააღმდეგ. მე ვიფიქრე, რომ ბოიკოტის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

ახლა ეს კამპანია პასირუია. მუნდიალამდე 6 თვეა დარჩენილი. ვფიქრობ, საკითხი დღის წესრიგისგან მოხსნილია. თუმცა ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ტურნირი რუსეთში არ ჩატარებულიყო, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობეი მცირეა.

მინდა გულშემატკივრებს მოვუწოდო, რომ რუსეთში არ გაემგზავრონ",
- თქვა ჟდანოვმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული