"ბევრჯერ მიტირია, რადგან ფინალში წაგება ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის ოცნების ახდენა ვერ შეძელი.
სამწუხაროდ, თავიდან ბოლომდე შედეგებზე ვართ დამოკიდებულნი. ვგრძნობთ, რომ თუ ამ წელს ვერ გავხდით მსოფლიოს ჩემპიონები, სხვა შანსი უკვე არ იქნება", - თქვა მესიმ La Cornisa-სთან საუბარში.
მესი სამი წლის განმავლობაში აგებდა ფინალში: მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატში და ორჯერ ამერიკის თასზე (2015, 2016). არგენტინელი სამჯერ მონაწილეობდა მუნდიალზე და სამივეჯერ "ალბისელესტეს" გერმანია ეღობებოდა.