იოახიმ ლიოვი: ვაგნერი ისე იქცევა, თითქოს ნაკრების ფეხბურთელები იდიოტები არიან

AutoSharing Option
თავდამსხმელ სანდრო ვაგნერს მწვავე რეაქცია ჰქონდა იმაზე, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მის წაყვანაზე უარი თქვეს. მან შემდეგი განაცხადა: "ჩემი გულწრფელობა, პირდაპირობა და პატიოსნება მწვრთნელთა შტაბისთვის მიუღებელია".

ამაზე კომენტარი ეროვნული გუნდის მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გააკეთა:"მესმის მისი, გულდაწყვეტილია. თუმცა, რეაქცია ცოტა არ იყოს გადაჭარბებულია.

ყველა, ვინც ჩვენ გვიცნობს, იცის, რომ ფეხბურთელებს აზრის გამოთქმის თავისუფლებას ვაძლევთ და კრიტიკას არ ვუკრძალავთ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

სანდრო ამბობს, რომ სხვებს სიტყვის თქმა არ შეუძლიათ. რა უნდა იფიქრონ ახლა ბოატენგმა და ჰუმელსმა? ეს უბრალოდ აღმაშფოთებელია.

ვფიქრობ, ვაგნერი ნაკრების
ფეხბურთელებს აკრიტიკებს. ისე იქცევა, თითქოს ისინი იდიოტები არიან".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული