მესის "რეკომენდაციით" სამპაოლიმ იკარდი ნაკრებს მიღმა დატოვა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი გუნდის საბოლოო შემადგენლობა გამოაცხადა.

ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩა "ინტერის" ფორვარდი მაურო იკარდი. როგორც ამტკიცებენ, ის სამპაოლიმ ეროვნული გუნდის ლიდერის, ლეო მესის "რეკომენაციით" არ შეიყვანა განაცხადში. ხორხემ Chicago Tribune-ს განუცხადა, რომ ალბისელესტე მისი კი არა, არამედ ლიონელის გუნდია. ლეოს იკარდი თვალში მას შემდეგ არ მოსდის, რაც მისი მეგობრის, მაქსი ლოპესის ყოფილი მეუღლე, ვანდა ნარა შეირთო ცოლად.

აი, ვერცხლისქვეყნელთა საბოლოო შემადგენლობა:

მეკარეები: სერხიო რომერო (მანჩესტერი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ვილი კაბალიერო (ჩელსი)

მცველები: გაბრიელ
მერკადო (სევილია), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი), ფედერიკო ფასიო (რომა), ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი), მარკოს როხო (მანჩესტერი), კრისტიან ანსალდი (ინტერი), მარკოს აკუნია (სპორტინგი)

ნახევარმცველები: ევერ ბანეგა (სევილია), ხავიერ მასკერანო (ჰებეი ჩაინა ფორჩუნი), ედუარდო სალვიო (ბენფიკა), ლუკას ბილია (მილანი), ანხელ დი მარია, ჯოვანი ლო ჩელსო (ორივე პსჟ), მანუელ ლანსინი (ვესტ ჰემი), მაქსი მესა (ინდეპენდიენტე)

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), გონსალო იგუაინი, პაულო დიბალა (ორივე იუვენტუსი), კრისტიან პავონი (ბოკა ხუნიორსი)

მკითხველის კომენტარები / 15 /
საქართველოში უმრავლესობა პოლიტიკოსებს, მსახიობებსა და მდიდრებს სულ ერთმანეთის ცოლები ყავთ( აბა სხვას ხომ არ გაატანენ, ამიტომაა თითოეულ ოჯახში გვართა მრავალფეროვნება) მარა რაცხა არ ჩხუბობენ, პირიქით ეს დემოკრატიააო ასე ამბობენ და ზრდიან გუგულის ბარტყებს.
კოტე
14:58 22-06-2018
0
აქ ორი ფაქტორია იკარდი არ მოსწონს ნაკრების უმრავლესობას და ეს ფაქტია მთავარია გუნდურობის პრინციპი და თეთრი ყვავივით თუ იქნა გარიყული ჯობია მართლა არ წაეყვანა მეც მინდა რომ ლეომ თასი აიღოს მაგრამ ..... ვნახოთ რა იქნება
ისე ასეთი ლეგენდა გამიგია რომ 1986 წელს მექსიკაში ღვთისმშობელს შესთხოვეს დახმარება და თუ მოიგებდნენ ისევ მივიდოდნენ მადლობის მოსახდელად და პირობა არ შეასრულეს და მის მერე ფაქტიურად წარმატებას ვერ აღწევენ სერიოზულს ეგ უბრალოდ ლეგენდაა ეგეთი
კოკა
21:03 22-05-2018
2

სიახლეები პოპულარული