ლიოვმა გასულ სეზონში გერმანიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი, სანე ამოაგდო შემადგენლობიდან

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მუნდიალისთვის საბოლოო განაცხადი დაასახელა და გაფართოებული შემადგენლობიდან მეკარე ბერნ ლენო, მცველი ჯონათან ტა და თავდამსხმელები ლეროი სანე და ნილ პეტერსენი ამოაგდო.

განსაკუთრებით გასაკვირი სანეს მოკვეთა იყო, რომელიც გასულ სეზონში გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებიდან ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატში ყველაზე სასარგებლო იყო - "მანჩესტერ სიტის" 22 წლის ფეხბურთელმა 31 გოლში მიიღო მონაწილეობა. მან 14 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.

თუმცა, ლეროი ნაკრებში ასეთივე კარგი სტატისტიკით ვერ დაიკვეხნის - 12 შეხვედრაში 0 გოლი და ოდენ 1 საგოლე პასი.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი ლიოვმა გააკეთა:"რთული არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა მასსა და იულიან ბრანდტს შორის და ჩვენ ბრანდტი ავირჩიეთ. დრაქსლერს, მიულერს და როისს მტკიცედ აქვთ გარანტირებული ადგილი შემადგენლობაში. ლეროი ძალიან ნიჭიერია, ის სექტემბერში დაგვიბრუნდება. მან ჯერ ვერ წარმოაჩინა ეროვნულ გუნდში თავი".
მკითხველის კომენტარები / 1 /
რანაირადაა სანე გერმანიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი, ერთი თამაში არ ჩაუტარებია ნაკრებში მაღალ დონეზე.
გიორგიპირველი
10:21 05-06-2018
0

სიახლეები პოპულარული