"ბარსელონას" ყოფილი მცველი მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდება

AutoSharing Option
მექსიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხუან კარლოს ოსორიომ რაფაელ მარკესი 23-კაციან განაცხადში შეიყვანა, რითაც გაირკვა, რომ 39 წლის ფეხბურთელი მე-5 მუნდიალზე იასპარეზებს.

"ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს აქამდე ეს პატივი წილად 2002, 2006, 2010 და 2014 წლებში ხვდა.

მარკესი გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. ხუთჯერ მუნდიალზე მის თანამემამულე და მეკარე ანტონიო კარვახალსა და ლეგენდარულ გერმანელ ლოთარ მასეუსს უთამაშიათ.

მათეუსსვე ეკუთვნის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული ყველაზე მეტი მატჩის რეკორდი. "ბაიერნის" ყოფილმა მოთამაშემ მუნდიალზე 25 თამაში ჩაატარა.

1998 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდის განაცხადშია
ჯანლუიჯი ბუფონიც, თუმცა "იუვენტუსის" ყოფილ კარის დარაჯს 1998 წელს საფრანგეთში ჩატარებულ მსოფლიოს ყველაზე დიდ საფეხბურთო ფორუმზე არცერთი წუთი არ უთამაშია.

მარკესის, მათეუსისა და კარვახალის შედეგის გამეორების შანსი სერხიო რამოსს, კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის აქვთ.

ისინი წელს მე-4 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ, 2022 წელს კი, ყატარში ასპარეზობის შემთხვევაში, რეკორდსმენთა კლუბს შეუერთდებიან.

altმექსიკის ნაკრების შემადგენლობა მუნდიალისთვის ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბუფონიც შედის რათქმაუნდა მაგ სიაში მერე რა, რომ არ უთამაშია იქნებ მარკესიც არ ათამაშოს მწვთნელმა და თქვენ სტატიას მერე რით გაამართლებთ...
ოთარ
09:03 06-06-2018
0
ისე, არც კარბახალს უთამაშია 1970 წელს მექსიკის ნაკრებში, თუმცა შემადგენლობაში იყო.
ამიტომ, თუ მას უთვლით 5 ჩემპიონატს, ბუფონსაც უნდა ჩაუთვალოთ
უშანგი
13:43 05-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული