მაისურს გავიხდი და მთელ მოედანს შემოვირბენ - 10 კითხვა მარკო ასენსიოს

AutoSharing Option
ესპანურმა "მარკამ" მარკო ასენსიოსთან ბლიც-ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ესპანეთის ნაკრების ფორვარდს 10 კითხვა დაუსვა.

- პირველი მოგონება, რაც მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება...
- ჩემს ძმასთან ერთად ტელევიზორში თამაშებს ვუყურებდი და შედეგებს დიდ ფურცელზე ვიწერდი.

- რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად მსოფლიო ჩემპიონატიდან?
- რა თქმა უნდა, ფინალში ანდრეს ინიესტას გამარჯვების მომტანი გოლი.

- ყველაზე ცუდად ესპანეთის ნაკრების რომელი მარცხი გახსოვთ მსოფლიო ჩემპიონატზე?
- ჰოლანდიასთან წაგება, ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე.

- საუკეთესო მომენტად რომელს გაიხსენებდით?
- არგენტინის ნაკრების დამარცხებას.

- რომელია საუკეთესო გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე?
- აქაც ფინალში გატანილ ანდრეს ინიესტას გოლს გამოვარჩევდი.

- რას იზამთ, თუ ფინალში გამარჯვების მომტან გოლს გაიტანთ?
- არ ვიცი... ალბათ, გავიხდი მაისურს და მთელ მოედანს შემოვირბენ.

- ვინ არის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი?
- ძალიან ბევრია და გამორჩევა გამიჭირდება.

- ვინ იქნება წელს ყველაზე წარმატებული მოთამაშე?
- მზად ვარ სრული პასუხისმგებლობით ვთქვა: ეს მე ვიქნები!

- რომელი ნაკრებებისგან უნდა ველოდოთ სიურპრიზებს?
- ძალიან ბევრი კარგი გუნდია და ბევრმა შეიძლება სიურპრიზი შემოგვთავაზოს.

- ვინ არიან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები?
- რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე ესპანეთს დავაყენებდი, მაგრამ ასევე ბრაზილიასაც ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული