2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალის კარის ბადე აუქციონზე გაიყიდება

AutoSharing Option
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებების მატჩში გამოყენებული ერთ-ერთი ბადე აუქციონზე გაიყიდება.

ბადეს აუქციონზე გაიტანენ და ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მისი ღირებულება ნახევარ მილიონ ევროს მიაღწევს.

აღნიშნული თანხა კი ბრაზილიაში საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემათ.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 9 ივლისს, ბელო ორიზონტეში, ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიასთან 1:7 განადგურდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული