რუსებს უხეირო ნაკრები ჰყავთ და მხოლოდ ღმერთის იმედად არიან

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი რუსეთის ნაკრები საშინელ ფორმაშია და მის მწვრთნელს, სტანისლავ ჩერჩესოვს დასცინიან. ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა შემდეგი განაცხადა:

"ამას წინათ ვიღაცამ თქვა, რომ მართლმადიდებლები ვართ და ჩვენი ბედია - ვირწმუნოთ. ასე რომ, ვირწმუნოთ. მე, მაგალითად, დარწმუნებული ვარ, რომ ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია და მარტო მე არ ვფიქრობ ასე. მოდით, ერთად ვირწმუნოთ".

რუსეთის ქალაქ სარანსკში ნაკრების მხარდამჭერი სარეკლამო ბანერებია გამოფენილი, რომელზეც ფეხბურთელებთან ერთად მღვდელია გამოსახული. მღვდელი მოუწოდებს გულშემატკივრებს არ დაკარგონ ეროვნული გუნდის მიმართ რწმენა.

ცნობისათვის, რუსეთის ეროვნულმა გუნდმა უკანასკნელი 7
მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ის ერია, კაცის კვლაშიც ღმერთის იმედი რომ აქვთ და იარაღს აკურთხებენ. ასეთი სამარცხვინო მასპინძელი ნაკრები არ მახსოვს
????
09:11 07-06-2018
4
აი თქვე უპატრონოებო და უტიფრებო სამასხარაო როგორ გახადეთ მღვდელი და მართლადიდებლობა?!!! მღვდლის კარიკატურად დახატვას როგორ ბედავენ სისხლში აქვთ ბოლშევზმი მაგათ
ზვიადი
05:58 07-06-2018
2

სიახლეები პოპულარული