2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე 736 ფეხბურთელიდან 186-მა მათგანმა 2014 წელს ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ითამაშა, 61-მა ფეხბურთელმა ითამაშა 2010 წელს, 2006 წელს ეს ნიშნული 21-ს უტოლდებოდა, ხოლო 2002 წელს კორეა-იაპონიაში გამართულ მუნდიალზე, 2018 წელს ნაკრებებში გამოძახებული მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას.
როგორც უკვე ვწერდით, ეს მექსიკის ნაკრების 39 წლის მცველი რაფაელ მარკესია. ის ზედიზედ მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, რითაც ანტონიო კარბახალის, ლოთარ მათეუსისა და
"ბარსელონას" ყოფილი მცველი მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდება
კარიერის დასრულების შემდეგ ეს იქნება პირველი მსოფლიო ჩემპიონატი მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის, მიროსლავ კლოზეს გარეშე, რომელსაც 16 ბურთი აქვს შეგდებული.
მოქმედი მონაწილეებიდან კი 10 გატანილი ბურთით ლიდერი ტომას მიულერია. კოლუმბიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელ ხამეს როდრიგესს 6 გოლი აქვს გატანილი.
ტიმ კეჰილის (ავსტრალია), გონსალო იგუაინის (არგენტინა), ლიონელ მესის (არგენტინა) და ლუის სუარესის (ურუგვაი) ანგარიშზე კი 5 ბურთი მოდის.
წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ხანდაზმული ეგვიპტის ნაკრების მეკარე ესამ ალ-ჰადარი იქნება, ვინც 45 წლისაა.
ის ასაკით სენეგალის მწვრთნელ ალიუ სისეს (42 წლის) 3 წლით აღემატება. ელ-ჰადარიზე უმცროსი კიდევ ორი სპეციალისტია.
ბელგიის ნაკრების დამრიგებელი რობერტო მარტინესი 44 წლისაა. ამავე ასაკისაა სერბეთის ნაკრების მწვრთნელი მლადენ კრსტაიჩიც.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 4 არგენტინელი მწვრთნელი იმუშავებს. ასეთები კი ჰექტორ რაულ-კუპერი (ეგვიპტე), რიკარდო გარეკა (პერეუ), ხორხე სამპაოლი (არგენტინა) და ხოსე პეკერმანი (კოლუმბია) იქნებიან.
მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ორი ფეხბურთელი იქნება, რომელიც მესამე დივიზიონის მონაწილე კლუბებს წარმოადგენენ.
ესენი კი პანამის ნაკრების წევრი ისმაელ დიასი და ნიგერიის ნაკრების მეკარე უჰოზო არიან.