მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრები საფრანგეთს ჰყავს

AutoSharing Option
შვეიცარიაში მდებარე სპორტის შემსწავლელმა საერთაშორისო ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, თუ რომელი ნაკრებია მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ძვირად ღირებული.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრები საფრანგეთს ჰყავს, რომლის ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება 1 410 300 000 ევროს შეადგენს.

მეორე ადგილზე ინგლისი, 1 390 000 000 მილიონი ევროთი გავიდა. ბრაზილიის ნაკრების ღირებულებამ - 1 270 000 000, ხოლო ესპანეთისამ 965 000 000 ევრო შეადგინა.

ბოლო სამი ადგილი კი ირანმა, საუდის არაბეთმა და პანამამ დაიკავეს. პირველი მათგანის ნაკრები 40 მილიონი ევრო ღირს, მეორის - 21, ხოლო
პანამა, 15 მილიონი ევროთი ბოლო პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ძვირადღირებული" ერთი სიტყვაა.
გიორგიპირველი
11:43 12-06-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული