ჟოზე მოურინიომ რუსულ არხზე საფეხბურთო ექსპერტობა დაიწყო და მუნდიალის ჯგუფებიც დაალაგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ რუსულ არხ RT-სთან თანამშრომლობა დაიწყო და მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გუნდებიც დაალაგა.

"განსაკუთრებული" თვლის, რომ A ჯგუფიდან ურუგვაი და რუსეთი გავლენ. B ჯგუფიდან მან ესპანეთი და პორტუგალია გაიყვანა.

C ჯგუფიდან ჟოზეს რჩეულები საფრანგეთი და ავსტრალია გახდნენ, D ჯგუფში კი - არგენტინა და ნიგერია.

E ჯგუფიდან ეს პატივი მან ბრაზილიასა და შვეიცარიას უბოძა, რისთვისაც თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელ ნემანია მატიჩს ბოდიში მოუხადა.

F ჯგუფიდან "წითელი ეშმაკების" დამრიგებლის რჩეულები გერმანია და მექსიკა გახდნენ. G ჯგუფში -
ინგლისი და ბელგია.

და ბოლო, H ჯგუფში ჟოზემ პირველი ადგილი სენეგალს, ხოლო მეორე პოლონეთს არგუნა.

როგორც იცით, მოურინიო აღნიშნულ ტელევიზიაში საფეხბურთო ექსპერტად 4 დღე იმუშავებს, დღეში კი 400 000 ფუნტს მიიღებს.

altრუსები ჟოზე მოურინიოს 4 დღეში 1,6 მილიონ ფუნტს გადაუხდიან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული