კილიან მბაპე: წესრიგში ვარ, ჩემს მეგობარს ადილ რამის თავი დაანებეთ

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ გულშემატკივრები დაამშვიდა და უთხრა, რომ სერიოზული ტრავმა არ მიუღია.

მან ვარჯიშზე მცველ ადილ რამისთან შეჯახებისას ფეხი იტკინა და კოჭლობით დატოვა მოედანი.

"მე წესრიგში ვარ, უბრალოდ ფეხი ვიტკინე, არაფერი სერიოზული არ მჭირს. მადლობა შეტყობინებებისთვის.

თავი დაანებეთ ჩემს მეგობარ ადილ რამის, ეს შემთხვევით მოხდა", - დაწერა მბაპემ ტვიტერზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული