ფინალი
საფრანგეთი
4
2
ხორვატია
მესამე ადგილისთვის
ბელგია
2
:
0
ინგლისი
more

ბუსკეტსი მესის გამო "ბარსელონას" პრეზიდენტს გაუბრაზდა: ბარტომეუს ეტყობა, ოჯახი არგენტინიდან ჰყავს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა თავისი კლუბის პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ ირონიულად გააკრიტიკა.

ამას წინათ ბარტომეუმ თქვა, რომ უნდა მსოფლიოს ჩემპიონატი ლეო მესიმ მოიგოს, რაც არ ესიამოვნა ბუსკეტსს, რომელიც ესპანეთის ნაკრებთან ერთად ამჟამად რუსეთში იმყოფება და ტურნირისთვის ემზადება.

"ეს ცოტა არ იყოს და უცნაური ნათქვამი იყო, რადგან "ბარსაში" სხვადასხვა ნაკრებების ფეხბურთელები არიან. შესაძლოა, ეს პოლიტიკურად უფრო სწორი გახლდათ, ამის გაკეთება სთხოვეს. კითხეთ მას. შეიძლება, ოჯახი არგენტინიდან ჰყავს, ან რაღაც მსგავსი...

ეს არ მაღელვებს, მაგრამ თითოეულის პირადი საქმეა. ალბათ, ძალიან უყვარს ლეო, თორემ
მასკერანოს წასვლის შემდეგ მესი გუნდში ერთადერთი არგენტინელია", - განუცხადა სერხიომ "მუნდო დეპორტივოს".
მკითხველის კომენტარები / 1 /
პრეზიდენტმა იგულისხმა,რომ მესი ყველაზე მეტად იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონობას!
dima
12:58 13-06-2018
3

სიახლეები პოპულარული