ფინალი
საფრანგეთი
4
2
ხორვატია
მესამე ადგილისთვის
ბელგია
2
:
0
ინგლისი
more

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში ჩატარდება

AutoSharing Option
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ჩრდილოეთი ამერიკა უმასპინძლებს. მსოფლიოს ყველაზე დიდ საფეხბურთო ფორუმს აშშ, მექსიკა და კანადა ერთობლივად მიიღებენ.

გადაწყვეტილება დღეს, მოსკოვში გამართულ კონგრესზე იქნა მიღებული, ხმა კი ფიფას წევრმა სახელმწიფოებმა მისცეს.

ჩრდილოეთ ამერიკის გაერთიანებულ განაცხადს მხოლოდ ერთი მეტოქე, მაროკო ჰყავდა.

200 ხმიდან 134 ჩრდილოეთ ამერიკამ მიიღო, 65-მა მხარი მაროკოს დაუჭირა, ხოლო ერთმაც თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ყატარი უმასპინძლებს. რუსეთში გასამართი 2018 წლის მუნდიალი კი ხვალ აიღებს სტარტს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული