"თითქოს, დამკრძალავ ბიუროში ვართ, ხვალ კი ჩემპიონატი გვეწყება, პორტუგალიას ვხვდებით. ეს უნდა დავივიწყოთ, რადგან ნაკლებად სასიამოვნო იყო. ხულენი ჩვენი პროექტის ნაწილია, ის დაგვეხმარა მუნდიალზე გასვლაში და ტურნირზე ჩვენს ნაწილად დარჩება.
იმედია, ისეთივე ნაკრები გვეყოლება, როგორიც გვყავდა. არაა საჭირო სხვა ხალხის მოქმედების შეფასება, სპორტზეა აუცილებელი კონცენტრირება. ჩვენ ჩვენი დასამტკიცებელი მოედანზე უნდა დავამტკიცოთ. ეს თემა დასახურია. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ყველა დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას".