დიდი მატჩი: რონალდო - ესპანეთი 3:3 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებების ულამაზესი მატჩი 3:3 დასრულდა.

როგორც იქნა, ტურნირზე დიდი ფეხბურთი ვიხილეთ, დიდი და ძალიან ლამაზი.

შეხვედრა მართლაც საინტერესოდ დაიწყო, უკვე მე-3 წუთზე რონალდომ თავის მიერვე მონადირებული თერთმეტმეტრიანით (თამაშის წესები მისმა თანაგუნდელმა ნაჩომ დაარღვია) გახსნა ანგარიში. ის მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც 4 მუნდიალზე გაიტანა გოლი. აქამდე ეს მხოლოდ უვე ზეელერმა, პელემ და მიროსლავ კლოზემ შეძლეს. მას აგრეთვე ევროპის 4 პირველობაზე აქვს მეტოქეთა კარი დალაშქრული, რაც დაგვეთანხმებით, უნიკალური მიღწევაა.

ამის შემდეგ ესპანეთმა შეუტია, დავიდ
სილვამ კარის აღების ორი კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, რასაც პორტუგალიელთა სწრაფი კონტრიერიში მოჰყვა და კრიშტიანოს კარგი პასი გუედეშმა ვერ გამოიყენა. საპასუხო
შეტევისას კი დიეგო კოშტამ შესანიშნავი გოლი გაიტანა. მერე ისკოს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ინიესტამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს. ბოლოს კი რონალდომ ისარგებლა დე ხეას შეცდომით, 2:1 და პირველი ტაიმი პორტუგალიამ მოიგო.

არადა, ამ შეხვედრის წინ "მანჩესტერის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ამტკიცებდა, რომ რონალდო კლუბში და რონალდო ნაკრებში ეს ორი სხვადასხვა ფეხბურთელია.

მეორე ტაიმი ფურია როხას შეტევებით დაიწყო, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე მცველს ბუსკეტსმა დაასწრო, კარის წინ თავით ჩააგდო და დიეგო კოშტამ დასწრებაზე მეორედ დაამწუხრა რუი პატრისიუ. მორიგი იერიშისას კი ნაჩომ შორიდან ყუმბარისებრი დარტყმით წინ გაიყვანა ესპანეთი - მან თავისი შეცდომა გამოასწორა. სხვათა შორის, ეს ეროვნულ გუნდში გატანილი 28 წლის ნაჩოს პირველი გოლია.

ბოლოს ფერნანდო იეროს გუნდმა ბურთიც დაიჭირა, მაგრამ კონტრშეტევაზე პორტუგალიამ საჯარიმო მოიპოვა და კრიშტიანომ ცხრიანში ბრწყინვალე დარტყმით ჰეთ-თრიკი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ერთ ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებისთვის ერთ მატჩში აქამდე 3 გოლი არ გაუტანია. რონალდოს აქამდე ესპანელთა კარში გოლი არასოდეს არ გაუტანია.

პარასკევი. 15 ივნისი. სოჭი. "ოლიმპიისკი". 43 866 მაყურებელი
პორტუგალია - ესპანეთი 3:3
გოლები: 1:0 რონალდო (4, პენ), 1:1 დიეგო კოშტა (24), რონალდო (44), 2:2 დიეგო კოშტა (55), 2:3 ნაჩო (58), რონალდო (88)

პორტუგალია: რუი პატრისიუ, პეპე, ფონტე, სოარეში, გერეირო, მოუტინიო, კარვალიო, გუედეში (ა. სილვა 80), ფერნანდეში (ჟოაო მარიო 68), ბ. სილვა (კუარეჟმა 69), რონალდო

ესპანეთი: დე ხეა, სერხიო რამოსი, პიკე, ალბა, ნაჩო, ინიესტა (ალკანტარა 70), დავიდ სილვა (ვასკესი 86), ბუსკეტსი, ისკო, კოკე, დიეგო კოშტა (ასპასი 77)
მკითხველის კომენტარები / 9 /
რონალოდოს ძეგლი უნდა დაუდგან პორტუგალიაში.. ასეთი შედეგიანი ფეხბურთელი ნაკრებში პორტუგალიას არ ახსოვს ჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა ეხლა ესპანეთს მარტო ეთამაშა.. ვინა ეს ვაა
5
ესაა ფეხბურთი
და არა გუშინდელი ცირკი
დომენტი
23:59 15-06-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული