შვეიცარიამ ბრაზილიას ფრე გაუგორა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში ბრაზილიის ნაკრებმა შვეიცარია ვერ დაამარცხა - 1:1.

მატჩი ბრაზილიელთა შეტევებით დაიწყო, შვეიცარიელებმა სასტარტო იერიშები მოიგერიეს და როდესაც თამაში ოდნავ დაწყნარდა, კოუტინიომ შორიდან ბრწყინვალე დარტყმით ანგარიში გახსნა.

შესვენების შემდეგ ცუბერმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე მირანდას დაასწრო, 1:1 და ყველაფერი თავიდან დაიწყო.

ამის შემდეგ სელესაომ დაწოლა გააძლიერა, მაგრამ შეხვედრის ბოლოს სამი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა და ფრით მოუწია დაკმაყოფილება.

ბრაზილიამ მუნდიალზე ბოლოს პირველი მატჩი 40 წლის წინ ვერ მოიგო.

როსტოვი. "როსტოვ ნა დონუ". 43 109 მაყურებელი
ბრაზილია - შვეიცარია
1:1
გოლები: 1:0 კოუტინიო (20), 1:1 ცუბერი (50)

ბრაზილია: ალისონი, მირანდა, ტიაგო სილვა, მარსელო, დანილო, პაულინიო (რენატო აუგუსტო 67), კოუტინიო, კაზემირო (ფერნანდინიო 60). , ვილიანი, ნეიმარი, გაბრიელ ჟეზუში (ფირმინო 79)

შვეიცარია: ზომერი, ლიხტშტაინერი (ლანგი 86), როდრიგესი, შერი, აკანჯი, ბეჰრამი (ზაკარია 71), ჯემაილი, ცუბერი, შაკირი, ჯაკა, სეფეროვიჩი (ემბოლო 80)


altტიტე: მირანდას ეპიზოდთან დაკავშირებით მსაჯის გადაწყვეტილებას გამართლება არა აქვს

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯერჯერობით ნიჭს და ფანტაზიას ტაქტიკური ხუჭუჭები სჯობს
arno
11:21 18-06-2018
0
"ზეწოლა გააძლიერა", გამიგია, მარა "დაწოლა გააძლიერა" რაღაა???
გიორგიპირველი
09:49 18-06-2018
0

სიახლეები პოპულარული