18 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში ინგლისმა ტუნისი 2:1 დაამარცხა.
მატჩი მეტად საინტერესოდ წარიმართა. მე-11 წუთზე ანგარიში კეინმა გახსნა, მე-15 წუთზე ტუნისელთა მეკარემ ასენმა მარცხენა მხრის ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ინგლისელებმა ამის შემდეგ არაერთი მომენტი ვერ გამოიყენეს, 35-ე წუთზე კი მათმა მცველმა უოკერმა უწყინარ სიტუაციაში პენალტი აიკიდა და სასიმ თერთმეტმეტრიანით საპასუხო გოლი გაიტანა.
ინგლისის ნაკრებმა პირველ ტაიმში კარში 6-ჯერ დაარტყა, რაც უკანასკნელად მუნდიალზე 52 წლის წინ მოხდა.
შესვენების შემდეგ ტუნისმა ზონები უნარიანად გადაკეტა, მათ კართან მომენტები აღარ იქმნებოდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში კეინმა თავურით მაინც მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა.
ორშაბათი. 18 ივნისი. ვოლგოგრადი. "ვოლგოგრად არენა". 41 064 მაყურებელი
ტუნისი - ინგლისი 1:2
გოლები: 0:1 კეინი (11), 1:1 სასი (35, პენ), 1:2 კეინი (90+1)
ტუნისი: ასენი (ბენ მუსტაფა 15), ბენ იუსეფი, მალული, ბრონი, სლიტი (ბენ ამორი 74), სასი, შჰირი, მერიაჰი, ჰაზრი (ჰალიფა 85), ბადრი, ბენ იუსეფი
ინგლისი: პიკფორდი, იანგი, უოკერი, ტრიპიერი, მაკგუიარი, სტოუნსი, ჰენდერსონი, ალი (ლოფტუს-ჩიკი 80), ლინგარდი (დაიერი 90+2), კეინი, სტერლინგი (რეშფორდი 68)
23:53 18-06-2018
მუნდიალი 2018: ინგლისმა ტუნისი კომპენსირებულ დროში დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
Vardi gyavt, cnobistvis...
0
0
ინგლისი ალბათ მეოთხედფინალამდე მიაღწევს?!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული