მანამდე კი არგენტინელმა სპეციალისტმა ხამეს როდრიგესი და კომპანია ღირსეულად უნდა გამოიყვანოს რუსეთის მუნდიალზე.
პეკერმანისთვის ეს მესამე მუნდიალია 2006-ისა და 2014 წლების შემდეგ. მისმა გუნდებმა ჯამში მხოლოდ 1 მატჩი წააგეს. ბევრს ახსოვს, რა კარგი იყო კოლუმბია და მისი ახალგაზრდა ლიდერი ხამეს როდრიგესი ბრაზილიაში, სადაც ამ გუნდმა მეოთხედფინალს უწია.
იაპონია ასეთი შემართებით ვერ ჩავიდა მუნდიალზე. გუნდი ისეთ ცუდ ფორმაში იყო, რომ მუნდიალის დაწყებამდე 2 თვით ადრე იაპონელებმა მწვრთნელი გამოცვალეს. "სამურაებმა" ბოლო
ხამესს მადრიდული კარიერა ისეთი ვერ გამოუვიდა, როგორსაც ელოდნენ, მაგრამ კოლუმბიის ნაკრების ფანებს მის მიმართ სასაყვედურო არაფერი აქვთ - ხამესი ნაკრებში მუდამ ბრწყინვალედ თამაშობს. არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში იგი მუნდიალის ბომბარდირის სტატუსით ჩავიდა.
ფაქტები
- ამ გუნდებმა ერთმანეთში 4-ჯერ ითამაშეს. კოლუმბიამ 2 შეხვედრა მოიგო, 2 ფრედ დასრულდა.
- ბოლო დაპირისპირება 2014 წელს ბრაზილიაში შედგა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბიამ იოლად აჯობა მეტოქეს - 4:1.
- იაპონიის ნაკრებმა ბოლო ამხანაგურ მატჩში უფრო მეტი გოლი (4) გაიტანა, ვიდრე წინა 5 შეხვედრაში ერთად.
- კოლუმბიის ნაკრების მუნდიალისწინა ორი ამხანაგური მატჩი 0:0 დასრულდა.
H ჯგუფი. სამშაბათი. 19 ივნისი. სარანსკი. მორდოვია არენა
კოლუმბია-იაპონია 16:00
სავარაუდო შემადგენლობები
კოლუმბია (4-2-3-1): ოსპინა - არიასი, დ. სანჩესი, მინა, მოხიკა - კ. სანჩესი, ბარიოსი - კუადრადო, ხამეს როდრიგესი, ურიბე - ფალკაო
იაპონია (4-2-3-1): კავაშიმა - საკაი, იოშიდა, მაკინო, ნაგატომო - ჰასებე, იამაგუჩი - ჰონდა, კაგავა, ინუი - ოკაზაკი
არბიტრი: დ. სკომინა (სლოვენია)
ლევანდოვსკი თუ მანე?
პოლონეთის ნაკრებს დიდებული საკვალიფიკაციო ტურნირი გამოუვიდა და, როცა ბევრმა იფიქრა, რომ მათგან მუნდიალზეც ბევრს უნდა ველოდოთ, პოლონელებმა ზედიზედ 3 ამხანაგურ მატჩში ვერ გაიტანეს გოლი. თუმცა ამას ისევ გამონათება მოჰყვა - სამი შეხვედრაა, რაც პოლონეთის ნაკრები არ მარცხდება და თან ამ 3 მატჩში მან 9 გოლი გაიტანა.
პოლონელების საწუხარი დაცვაა, გუნდთან ერთად ვერ წამოვიდა ტოპ-მცველი კამილ გლიკი.
როცა სენეგალი პირველად მოხვდა მუნდიალზე, აფრიკულმა გუნდმა ყველა აალაპარაკა, რადგან პირველივე მატჩში მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი დაამარცხა. ახლა სენეგალელები მათთვის მეორე მუნდიალს იწყებენ.
ჩვენ კი საინტერესო დაპირისპირებას ველით - ერთი მხრივ, "ბაიერნის" გოლების მანქანა რობერტ ლევანდოვსკი და მეორე მხრივ, "ლივერპულის" სუპერპროდუქტიული შემტევი სადიო მანე.
რობერტ ლევანდოვსკი: ფანებისგან თავს ასე ვიცავ
ფაქტები
- პოლონელებმა ბოლო 5 შეხვედრაში კარი "მშრალად" მხოლოდ ერთხელ შეინახეს.
- სენეგალის ნაკრებმა ბოლო 5 ამხანაგური შეხვედრიდან მხოლოდ ერთი დათმო.
- სენეგალმა საკვალიფიკაციო ტურნირი დაუმარცხებლად გაიარა.
- ეს ორი ნაკრები ერთმანეთს პირველად ხვდება.
- პოლონეთის ნაკრების ბოლო 12 მატჩიდან 9-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.
- პოლონეთის ნაკრებმა მუნდიალებზე ბოლო 6 მატჩი წააგო.
- სენეგალის ნაკრებს მუნდიალზე მხოლოდ 1 მარცხი აქვს.
- სენეგალს ბოლო 3 ამხანაგურ თამაშში ფრე არ უთამაშია.
H ჯგუფი. სამშაბათი. 19 ივნისი. მოსკოვი. ოტკრიტიე არენა
პოლონეთი-სენეგალი 19:00
სავარაუდო შემადგენლობები
პოლონეთი (4-2-3-1): შჩესნი - პიშჩეკი, ბედნარეკი, პაზდანი, რიბუსი - ლინეტი, კრიხოვიაკი - ბლაშჩიკოვსკი, ჟიელინსკი, გროსიცკი - ლევანდოვსკი
სენეგალი (4-2-3-1): ნდიაე - გასამა, კულიბალი, სანე, საბალი - გიე, კუიატე - სარი, მანე, ნიანგი - საქო
არბიტრი: ნ. შუკრალა (ბაჰრეინი)
სალაჰმა რუსეთი მიწაზე უნდა დააბრუნოს
საუდის არაბეთთან 5:0-ის შემდეგ რუსეთი ზეიმობს, თუმცა ვნახოთ, რას იზამს მასპინძელი გუნდი გაცილებით ორგანიზებული ეგვიპტის წინააღმდეგ, რომელსაც მოჰამედ სალაჰი ჰყავს...
...მაგრამ ჰყავს კი? თითქმის ყველა წყარო ადასტურებს, რომ სალაჰი რუსეთთან თამაშს შეძლებს, მაგრამ ასე იყო პირველი ტურის წინაც. სალაჰმა საბოლოოდ, ვერ ითამაშა, ის სათადარიგოთა სკამზე იჯდა და, არა გვგონია, თამაში რომ შეძლებოდა, ექტორ კუპერი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს არ გამოიყენებდა.
სალაჰზე უკვე ვთქვით და კუპერს, შესაძლოა, არც ჰამედი ჰყავდეს, რომელმაც ტრავმა მიიღო. აი, ალან ძაგოევის თამაში კი გამორიცხულია. საქართველოში დაბადებულმა რუსმა ფეხბურთელმა საუდის არაბეთთან შეხვედრაში საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო, თუმცა მისმა შემცვლელმა დენის ჩერიშევმა დუბლი შეასრულა და ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ეგვიპტეს სალაჰი ჰყავს, მაგრამ რუსეთს ჰყავს ალექსანდრ გოლოვინი. ნახევარმცველმა გოლითა და 2 საგოლე პასით, ასევე, შესანიშნავი თამაშით, დაამტკიცა, თუ რატომ არის მისით ტურინის "იუვენტუსი" დაინტერესებული. სწორედ გოლოვინი შეიწევს შუაში და დაიკავებს ძაგოევის ადგილს, ხოლო ჩერიშევი ფლანგზე ითამაშებს.
კუპერი აღარ ადასტურებს - სალაჰი მზად არის, თუმცა...
ფაქტები
- რუსეთმა საუდის არაბეთის დამარცხებით 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.
- რუსეთს შეუძლია გახდეს პირველი ნაკრები, რომელიც პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს. ამისთვის ეგვიპტის ნაკრების დამარცხება და ურუგვაის საუდის არაბეთთან არწაგება საკმარისი იქნება.
- ეგვიპტის ნაკრებს 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
- ეგვიპტემ ბოლო 5 მატჩიდან 4-ში გოლი საერთოდ ვერ გაიტანა.
- ეგვიპტის ბოლო 6 სამუნდიალო თამაშიდან 5-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.
- რუსეთმა ბოლო 5 მატჩში მხოლოდ ერთ გუნდს გაუტანა გოლი.
A ჯგუფი. სამშაბათი. 19 ივნისი. სანკტ-პეტერბურგი. კრესტოვსკი
რუსეთი-ეგვიპტე 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი - ფერნანდეში, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი - გაზინსკი, ზობნინი - სამედოვი, გოლოვინი, ჩერიშევი - სმოლოვი
ეგვიპტე (4-2-3-1): ელ-შენავი - ფათჰი, გაბრი, ჰეგაზი, შაფი - ჰამედი, ელნენი - სალაჰი, საიდი, ტრეზეგე - მოჰსენი
არბიტრი: ე. კასერესი (პარაგვაი)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"