მუნდიალი 2018: სენეგალის ნაკრებმა პოლონეთს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
19 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სენეგალის ნაკრებმა პოლონეთი 2:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში პოლონელებმა მომენტი ვერ შექმნეს, სენეგალელებმა კი ანგარიში გახსნეს - გუიეს დარტყმული ბურთი ჩონეკმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

მე-60 წუთზე ნიანგმა მეტოქის შეცდომით ისარგებლა და ნიანგმა მეორე გოლი გაიტანა. 86-ე წუთზე კი კრიხოვიაკმა თავურით ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.

შესაძლოა, ზოგს ეს შედეგი მოულოდნელობად მიაჩნია, მაგრამ ფეხბურთელთა შერჩევით სენეგალის ნაკრები პოლონეთზე ნაკლები არაა და ტურნირზე მისგან სენსაციებსაც უნდა ველოდოთ.

H ჯგუფი. სამშაბათი. 19 ივნისი. მოსკოვი. "ოტკრიტიე არენა". 44
000 მაყურებელი
პოლონეთი - სენეგალი 1:2
გოლები: 0:1 ჩონეკი(38, საკ. კარში), 0:2 ნიანგი (60), 1:2 კრიხოვიაკი (86)

პოლონეთი: შესნი, პაზდანი, პისჟეკი (ბერეჟინსკი 82), ჩონეკი, ბლასჟიკოვსკი (ბენდარეკი 46), რიბუსი, კრიხოვიაკი, ზელინსკი, გროსიცკი, ლევანდოვსკი, მილიკი (კოვნაცკი 73)

სენეგალი: კ. ნ'დიაე, კულიბალი, სანე, საბალი, ვაგე, ა. ნ'დიაე (კუიატე 87), გუიე, დიუფი (ნ'დოიე 62), ნიანგი (კონატე 75), მანე, სარი

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ჩემპიონატზე სენსაცია არ მომხდარა - ვინც იბღლარძუნა, იმან ვერ მოიგო და მოიგო იმან, ვინც მათი შეცდომები გამოიყენა. ეს არის და ეს.
გგგ
13:41 20-06-2018
0
Da ratom unda moechvenos gulshemstkivars moulodneli rom ra raxan Lewandowski yavt polonelebs tu miliki ?
Irakli
02:19 20-06-2018
1

სიახლეები პოპულარული