МЫ – НЕ ГОВНО! (ჩვენ განავალი არა ვართ!) - რუსები მუნდიალზე მეორე გამარჯვებით აღფრთოვანებულნი არიან

AutoSharing Option
ზედიზედ 6 მოუგებელი მატჩის შემდეგ, რუსები არ ელოდნენ მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ ორი დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას და რა თქმა უნდა, გახარებულები არიან.

მართალია, მათი გუნდი შედარებით სუსტ ჯგუფში მოხვდა (თუ მოახვედრეს, რაც საეჭვოდ სისტემატურად ხდება), მაგრამ დამსახურებულად რომ მოიგეს ორივე შეხვედრა, ამის უარყოფა არ შეიძლება.

რუსულ მედიასაშუალებებში უამრავი საქებარი და ცოტა ოდიოზური წერილებიც კი გამოქვეყნდა, რაც მოსალოდნელი გახლდათ. აი, ზოგიერთის სათაური და ამონარიდი:

championat.com. "ჩვენ განავალი არა ვართ. დიდება შენ, სტას ჩერჩესოვო, მადლობა ღვთაებრივ გუნდს. ჩერჩესოვი თითქმის გენიოსია. მუტკო მართალი
იყო, რუსეთი ყველას დაგლიჯავს", - წერს ჟურნალისტი დმიტრი ეგოროვი.

"არ გვეშინია პორტუგალიის და ესპანეთის? ჩვენ უკვე თამაშის იშტაზე მოვედით და სულ ერთია ვის დავამარცხებთ", - ამბობს ტურნირის ორგკომიტეტის გენერალური დირექტორი ალეკსეი სოროკინი.

რამზან კადიროვი (ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი):"მინდა გამარჯვება ჩვენს მთავარ გულშემატკივარს, პრეზიდენტ პუტინს მივულოცო, რომელმაც ქვეყანა ფეხზე დააყენა, ახალ სიმაღლეზე გაიყვანა".

ტელეარხ Россия 1-ის კომენტატორმა ვლადიმირ სტოგნიენკომ თამაშის ბოლოს ანსამბლ "ლენინგრადის" სიმღერა "შენ უბრალოდ კოსმოსი ხარ, სტას" ჩართო, რომელიც ჩერჩესოვს მიუძღვნა.

sports.ru-მ ჩერჩესოვს მეფე უწოდა და საიტზე დაიწერა, რომ რუსეთი ყველას და ყველაფერს ბრდღვნის.

ერთადერთი, ვინც ობიექტურად შეაფასა სიტუაცია, "მანჩესტერისა" და რუსეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ანდრეი კანჩელსკისია:"ჩვენ მხოლოდ ეგვიპტე დავამარცხეთ, რომელიც არასოდეს არ ბრწყინავდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა მუდამ უჭირდა. ის, რომ საბავშვო ბაღს მოვუგეთ და ურას გავყვირით, არასწორია. წინ ურუგვაია და გუნდები, რომლებსაც პლეი-ოფში შევხვდებით. მაშინ ვნახავთ ჩვენს ნაკლოვანებებს".

ცნობილმა საფეხბურთო მიმომხილველმა ვასილი უტკინმა კი ჯერ კიდევ მატჩამდე იუწყა, რომ პირველ არხზე კომენტატორად აღარ იმუშავებს, მიზეზი არ ახსნა და თქვა, რომ რასაც საჭიროდ ჩათვლის, სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნებს.

altმუნდიალი 2018: რუსეთმა ეგვიპტე 3:1 დაამარცხა [VIDEO]

altეგვიპტის ნაკრების მწვრთნელს ექტორ კუპერს გადააყენებენ

მკითხველის კომენტარები / 19 /
ეხლა თქვენ რა გგონიათ, მართლა ჩერიშევი და არწიომა მიუძღვიან რუსეთს დიადი მიზნისაკენ ?
არამც და არამც ბატონებო, კრემლში წყდება ყველაფერი ამ შემთხვევაშიც.
არაბებთან მატჩამდე პუტინმა საუდელ შეიხს უთხრა, თუ არ მოგვაგებინებ ნავთობის ფასს დავაგდებ და მიყარეთ მერე კაკალიო. თქვენ მარტო ეგა გაქვთ და დაგერხევათ, ჩვენ კი "მატრიოშკებს" გავყიდით და მშივრები არ დავრჩებითო. დაუჯერა შეიხმა და აგე - 5:0 !!!
მერე ეგვიპტის მთავრობას მიუმესიჯა, თქვენმა "ფარაონებმა" არაფერი მიჰქარონ თორე ჩვენი ტურისტებით რო გიდგათ სული ხურგადებში და შარმ-ელ-შეიხებში, თვალითაც ვეღარ ნახამთოო...
ეგეც 3:1 და მერვედფინალი
იქ ესპანეთი დაეჯახებათ. ხოდა მოსკოვიდან მადრიდში საქართველოს რუქას გააგზავნიან ჩამოჭრილი სამაჩაბლო-აფხაზეთით და თან ეტყვიან - აგე, რეები შეგვიძლია. თუ არ გინდათ ბასკ და კატალონიელ სეპარატისტებს დავეხმაროთ, "ფურია როხა" დაგვიწვეს თორე სულ ცალ ფეხზე გვკიდია, თქვენმა ახალმა პრემიერმა რო "პუჩდემონი ფანდარასტის" აქცია წამოიწყოო.
მერე იქნება გერმანია. აქ კი ვოვა თვითონ არც კი დაელაპარაკება მერკელს, თავის მძღოლს არტაშას დააზვანოკებინებს ბერლინში. ის ეტყვის - ანჟელა ჯან ცავატანემ, აბა კუხნაში გადი და გაზის წნევა ნახეო. აი მაგ წნევას კაკ მინიმუმ ტრიჟდი შევამცირებთ, თუ შენი "ბუნდესბიჭები" რამეს იკისრებენო.
მერკელიც ფრიადოსანი გოგოსავით შეასრულებს დავალებას (როდის არ შეუსრულებია რო ? )
აჰა ჯიგრებო, ეგეც ნახევარფინალიი !!! რუსებს სწორედ ეგ უნდათ, ოთხეულში მოხვედრა. თორე ჩემპიონობაზე კი არ იქაჩებიან ფინთი გოიმებივით. ადეკვატური ნაროდია და თავიანთი შესაძლებლობების ზღვარი იციან
korben dallas
20 ივნისი 2018 15:39
1
კარგია კორბენ დალას,მომეწონა.მხოლოდ გერმანელებში შეგეშალა.ეგენი კულტურული,შეგნებული ხალხია,თვითონვე მიხვდნენ სიტუაციას და სანამ არტაშა დაურეკავდა,მანამდე გააკეთეს "ატაშიოლი".
სოსო
28 ივნისი 2018 11:36
0
რატო იბოღმებით ხალხო, თავში ქვაც უხლიათ, უყურეთ ფეხბურთს და ისიამოვნეთ... ჩვენ რო ვართ განავალში იმაზე დიდზე ვინ უნდა იყოს?
Musenbezi
20 ივნისი 2018 13:08
5
ჰო,მაგრამ,АНИ ВСЁ РОВНО ГОВНО.ნაკრებს ვგულისხმობ,რა თქმა უნდა
სოსო
28 ივნისი 2018 11:41
0
რა ჯგუფშიც არის და როგორი კალენდარიც დაუგეგმეს რუსებს აუცილებლად უნდა მოეგო ორივე თამაში. საუდის არაბეთი გუნდი არ არის და ეგვიპტეც რაღაც გუნდის იმიტაცის ქმნის (ისევე როგორც სალაჰი სუპერვარსკვლავის იმიტაციას). ეგვიპტეს შესატევი რომ ქონდა მათ სქემას ვაკვირდებოდი და წინ კი არ იხსნებოდნენ, უკან ან უკეთეს შემთხვევაში ერთ ხაზზე იდგნენ. გაიხარონ რუსებმა რას ვერჩით - განავალი არ ვართო ეს უხარიათ :))) და კიდევ ის რომ პუტინისგან თავების წაცლას გადარჩნენ :))) თორემ თვითონაც კარგად იციან რა ბედოვლათი გუნდიც ყავთ.
???
20 ივნისი 2018 12:36
1
ჯერ ურუგვაისთან წაიტეხს კისერს და მერე ესპანეთთან გაფარჩაკდება. გავნო როგორც არ უნდა შეფუთო მაინც ამყრალდება.
irakli81
20 ივნისი 2018 12:05
2
ცოტაც მოითმინონ და გაუყრიან ბოლომდე იბერიელები/ პორტუგალია ან ესპანეთი
saakadze
20 ივნისი 2018 11:56
2
როსია ყოველთვის გავნო იყო და გავნოდ დარჩება არა მარტო ფეხბურთში,არამედ ყველაფერში და არაბების დამარცხებით ტყუილი ილუზია შეგექმნათ...
status quo
20 ივნისი 2018 11:17
9
რომელიმე კარგმა გუნა ორნიშნა ანგარიშით რომ მოუგოს, სამართალი აღდგება.
admin nu blokav chems komentarebs
20 ივნისი 2018 10:46
3
"გავნო" არა ხართ, "გავნიშჩე" ხართ თქვენი ფეხბურთით და ამას მალე ნახავთ როგორც კი შემდეგ თამაშს ჩაატარებთ.
საუდის არაებთთან და ეგვიპტესთან გამარჯვება ეს იქნება თქვენი ყველაზე დიდი "მიღწევა" ამ ჩემპიონატზე.
WTF
20 ივნისი 2018 10:29
7
სუსტი გუნდებია იტალია, ჰოლანდია და საქართველო,ძლიერი გუნდებია მაროკო,ირანი საუდის არაბეთი,ეგვიპტე და გერმანია ..ამ დმ რუსებმა უკვე 2 თამაში მოიგეს და საშუალო ასაკი კინაღამ 35 წელია,მათ უკვე გაინაღდეს შემდეგ ეტაპზე გასვლა და ამა 30 წელია ელოდნენ,ჩვენ თუ მევესწრებით საქარტველოს 2 მოგებას და გასვლას ?????
niko
20 ივნისი 2018 10:04
2
კი, რაგბიში.
სოსო
28 ივნისი 2018 11:44
0
Можбит сходиш?
Nikos
20 ივნისი 2018 10:44
0
ყველა გამოხმაურება
Dzaanac nu daecmundebian iamshi ro gavno ar arian
Kakraz gavno
20 ივნისი 2018 09:59
2

სიახლეები პოპულარული