რატომ გაუშვეს ვასილი უტკინი? რუსული მედია პოლიტიკურ სარჩულზე წერს

AutoSharing Option
ცნობილი რუსი კომენტატორი ვასილი უტკინი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრებს აღარ წაიყვანს. ამის შესახებ მან საკუთარ Youtube-გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

უტკინმა თქვა, რომ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა მიზეზის დასახელებისგან თავს შეიკავებს.

რუსულმა მედიამ კი ამ ყველაფერში პოლიტიკური სარჩულის ძიება დაიწყო. საქმე იმაშია, რომ კომენტატორი სოციალურ ქსელში პოსტებს ალექსეი ნავალინის შესახებ წერდა, რომელიც ვლადიმირ პუტინის მთავარი ოპოზიციონერია.

გავრცელებული ცნობით, მას დაურეკეს და უთხრეს, რომ ამის გამო რუსეთის "პირველ არხზე" აღარ იმუშავებდა.

არსებობს კიდევ ერთი ვარაუდი, რომ უტკინს უთანხმოება ჰქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის
ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან. მისი გათავისუფლება კი ადმინისტრაციის ზეწოლის შედეგია.

ვასილი უტკინმა 2017 წელს განაცხადა, რომ კომენტატორობას აღარ აპირებდა და Match TV დატოვა.

რუსეთის "პირველმა არხმა" მას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კომენტირება შესთავაზა, რაზეც მან განაცხადა, რომ ასეთ წინადადებაზე უარს ვერ იტყოდა.

მან მხოლოდ ერთი მატჩის, პორტუგალია-ესპანეთის წაყვანა მოასწრო. რუსეთის "პირველმა არხმა" უტკინს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტატორმა კი თქვა, რომ მუნდიალის შესახებ კვლავაც ისაუბრებს, ოღონდაც საკუთარ Youtube-გვერდზე.

altМЫ – НЕ ГОВНО! (ჩვენ განავალი არა ვართ!) - რუსები მუნდიალზე მეორე გამარჯვებით აღფრთოვანებულნი არიან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული