მართალია, მათი გუნდი შედარებით სუსტ ჯგუფში მოხვდა (თუ მოახვედრეს, რაც საეჭვოდ სისტემატურად ხდება), მაგრამ დამსახურებულად რომ მოიგეს ორივე შეხვედრა, ამის უარყოფა არ შეიძლება.
რუსულ მედიასაშუალებებში უამრავი საქებარი და ცოტა ოდიოზური წერილებიც კი გამოქვეყნდა, რაც მოსალოდნელი გახლდათ. აი, ზოგიერთის სათაური და ამონარიდი:
championat.com. "ჩვენ განავალი არა ვართ. დიდება შენ, სტას ჩერჩესოვო, მადლობა ღვთაებრივ გუნდს. ჩერჩესოვი თითქმის გენიოსია. მუტკო მართალი
"არ გვეშინია პორტუგალიის და ესპანეთის? ჩვენ უკვე თამაშის იშტაზე მოვედით და სულ ერთია ვის დავამარცხებთ", - ამბობს ტურნირის ორგკომიტეტის გენერალური დირექტორი ალეკსეი სოროკინი.
რამზან კადიროვი (ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი):"მინდა გამარჯვება ჩვენს მთავარ გულშემატკივარს, პრეზიდენტ პუტინს მივულოცო, რომელმაც ქვეყანა ფეხზე დააყენა, ახალ სიმაღლეზე გაიყვანა".
ტელეარხ Россия 1-ის კომენტატორმა ვლადიმირ სტოგნიენკომ თამაშის ბოლოს ანსამბლ "ლენინგრადის" სიმღერა "შენ უბრალოდ კოსმოსი ხარ, სტას" ჩართო, რომელიც ჩერჩესოვს მიუძღვნა.
sports.ru-მ ჩერჩესოვს მეფე უწოდა და საიტზე დაიწერა, რომ რუსეთი ყველას და ყველაფერს ბრდღვნის.
ერთადერთი, ვინც ობიექტურად შეაფასა სიტუაცია, "მანჩესტერისა" და რუსეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ანდრეი კანჩელსკისია:"ჩვენ მხოლოდ ეგვიპტე დავამარცხეთ, რომელიც არასოდეს არ ბრწყინავდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა მუდამ უჭირდა. ის, რომ საბავშვო ბაღს მოვუგეთ და ურას გავყვირით, არასწორია. წინ ურუგვაია და გუნდები, რომლებსაც პლეი-ოფში შევხვდებით. მაშინ ვნახავთ ჩვენს ნაკლოვანებებს".
ცნობილმა საფეხბურთო მიმომხილველმა ვასილი უტკინმა კი ჯერ კიდევ მატჩამდე იუწყა, რომ პირველ არხზე კომენტატორად აღარ იმუშავებს, მიზეზი არ ახსნა და თქვა, რომ რასაც საჭიროდ ჩათვლის, სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნებს.
არამც და არამც ბატონებო, კრემლში წყდება ყველაფერი ამ შემთხვევაშიც.
არაბებთან მატჩამდე პუტინმა საუდელ შეიხს უთხრა, თუ არ მოგვაგებინებ ნავთობის ფასს დავაგდებ და მიყარეთ მერე კაკალიო. თქვენ მარტო ეგა გაქვთ და დაგერხევათ, ჩვენ კი "მატრიოშკებს" გავყიდით და მშივრები არ დავრჩებითო. დაუჯერა შეიხმა და აგე - 5:0 !!!
მერე ეგვიპტის მთავრობას მიუმესიჯა, თქვენმა "ფარაონებმა" არაფერი მიჰქარონ თორე ჩვენი ტურისტებით რო გიდგათ სული ხურგადებში და შარმ-ელ-შეიხებში, თვალითაც ვეღარ ნახამთოო...
ეგეც 3:1 და მერვედფინალი
იქ ესპანეთი დაეჯახებათ. ხოდა მოსკოვიდან მადრიდში საქართველოს რუქას გააგზავნიან ჩამოჭრილი სამაჩაბლო-აფხაზეთით და თან ეტყვიან - აგე, რეები შეგვიძლია. თუ არ გინდათ ბასკ და კატალონიელ სეპარატისტებს დავეხმაროთ, "ფურია როხა" დაგვიწვეს თორე სულ ცალ ფეხზე გვკიდია, თქვენმა ახალმა პრემიერმა რო "პუჩდემონი ფანდარასტის" აქცია წამოიწყოო.
მერე იქნება გერმანია. აქ კი ვოვა თვითონ არც კი დაელაპარაკება მერკელს, თავის მძღოლს არტაშას დააზვანოკებინებს ბერლინში. ის ეტყვის - ანჟელა ჯან ცავატანემ, აბა კუხნაში გადი და გაზის წნევა ნახეო. აი მაგ წნევას კაკ მინიმუმ ტრიჟდი შევამცირებთ, თუ შენი "ბუნდესბიჭები" რამეს იკისრებენო.
მერკელიც ფრიადოსანი გოგოსავით შეასრულებს დავალებას (როდის არ შეუსრულებია რო ? )
აჰა ჯიგრებო, ეგეც ნახევარფინალიი !!! რუსებს სწორედ ეგ უნდათ, ოთხეულში მოხვედრა. თორე ჩემპიონობაზე კი არ იქაჩებიან ფინთი გოიმებივით. ადეკვატური ნაროდია და თავიანთი შესაძლებლობების ზღვარი იციან