მუნდიალი 2018: ესპანეთმა ირანი არადამაჯერებელი თამაშით, გაჭირვებით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში ესპანეთის ნაკრებმა ირანი 1:0 დაამარცხა.

მატჩი ფურია როხას შეტევებით დაიწყო, მისი მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში ჩადგა, მომენტები კი იშვიათად იქმნებოდა. ასე უსახურად წარიმართა პირველი ტაიმი და უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ დიეგო კოშტამ ანგარიში გახსნა, ირანის ნაკრებმა ამის შემდეგ სამი მომენტი შექმნა, გოლიც გაიტანა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის მერე მსაჯმა კარის აღება გააუქმა. 82-ე წუთზე ამირმა ფლანგზე მოატყუა პიკე, თარემს უპასა და ამ უკანასკნელმა თავურით ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს.

მოკლედ, ესპანეთმა კი გაიმარჯვა, მაგრამ ერთ-ერთი ფავორიტის საკადრისი თამაში
ნამდვილად ვერ აჩვენა. თუმცა, ინიციატივას კი ფლობდა - ირანის ბურთის ფლობა 18.9% იყო, ხოლო ისკოსი 12.2%.

B ჯგუფი. ოთხშაბათი. 20 ივნისი. კაზანი. "კაზან არენა". 42 718 მაყურებელი
ირანი - ესპანეთი 0:1
გოლი: 1:0 დიეგო კოშტა (54)

ირანი: ბეირანვანდი, პურალიგანჯი, რეზაიანი, ჰოსეინი, ჰაჯსაფი (მოჰამადი 69), ებრაჰიმი, ამირი (გოდოსი 86), ეზატოლანი, ანსარიფარდი (ჯაკამბაჰში 74), თარემი, აზმუნი

ესპანეთი: დე ხეა, სერხიო რამოსი, პიკე, ალბა, კარვახალი, ინიესტა (კოკე 71), დავიდ სილვა, ბუსკეტსი, ისკო, ვასკესი (ასენსიო 79), დიეგო კოშტა (როდრიგო 82)
მკითხველის კომენტარები / 3 /
პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების დღევნდელი თამაშის შემდეგ "უსტარი" დავწერე და არ მიიჩნიეთ მიზანშრწონილად გამოქვეყნება სამწუხაროდ.... განვმეორდები!!! ესენი ფულზე გაგიჟებულები შედეგზე ორიენტირებულები რასაც თამაშობენ, ეგ რა თამაშია?! ფრხბურთია თუ ფულბურთი?!
გიგა
01:40 21-06-2018
2
ის გოლიც კოშტამ კი არა, ირანელებმა გაიტანეს - მცველმა ბურთი გაარტყა და ისე წავიდა კარში. ჯერჯერობით 1 საინტერესო თამაში ვერ ვნახეთ
: )))))))
00:39 21-06-2018
6

სიახლეები პოპულარული