მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]

AutoSharing Option
ირანში, შეიძლება ითქვას, ნამდივილი რევოლუცია მოხდა. პირველად 21-ე საუკუნეში, ფეხბურთის საყურებლად სტადიონზე ქალები შეუშვეს. მათ მამაკაცებთან ერთად ირანი-ესპანეთის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აზადის სტადიონზე უყურეს.

ირანში ქალებს სტადიონზე შესვლის უფლება 1979 წლიდან არ ჰქონდათ, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ისლამური რევოლუცია მოხდა. მას შემდეგ ქალებს საკმაოდ შეზღუდული უფლებები აქვთ და ვალდებულები არიან, შარიათის წესები დაიცვან.

ქალები აზადის სტადიონის ტრიბუნაზე ირანის პირველი მატჩის დროს უნდა შეეშვათ, მაგრამ ბოლო მომენტში ირანის ხელმძვანელობამ ღია ცის ქვეში ყველა დაგეგმილი ტრანსლაცია გააუქმა და მატჩებს მხოლოდ კინოთეატრებში უყურებდნენ.

გარდა ამისა, ირანი-ესპანეთის მატჩის დაწყებამდე სამი საათით ადრე ქალებს სტადიონზე შესვლაზე უარი უთხრეს და მათ მჯდომარე პროტესტი გამოთქვეს. საბოლოო ჯამში, ტრიბუნებზე შესასვლელი ყველასთვის ღია გახდა.

აღსანიშნავია, რომ 39 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქალები სტადიონზე შეუშვეს. დართავენ თუ არა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს თამაშებზე დასწრების ნებას, ჯერჯერობით უცნობია.

Sportall.Ge

altირანის ნაკრების ფეხბურთელმა აუტის ჩაწოდება ორიგინალურად სცადა, თუმცა... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქალების ფეხბურთის გუნდი ყავდათ კაი ხნის წინ და ტრიბუნებზე რომ შეუშვეს რა გასაკვირია ?
ოთარი
16:45 21-06-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული