ინდოეთიდან რუსეთში მუნდიალის გამო წასული მოგზაურის ისტორია, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს

AutoSharing Option
BBC-მ ინდოეთის მოქალაქე კლიფინ ფრანსისის ისტორია გამოაქვეყნა, რომელიც საკუთარი ქვეყნიდან ლიონელ მესის სანახავად რუსეთში ველოსიპედით გაემგზავრა.

საინტერესოა, რომ ფრანსისი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს, რის შესახებაც ქვემოთ წაიკითხავთ: 

"კლიფინ ფრანსისი სახლში იჯდა და უცბად, მეგობარმა ჰკითხა, აპირებდა თუ არა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებულიყო.

"რა თქმა უნდა, მე შემიძლია წავიდე რუსეთში", - გაიფიქრა ფრანსისმა.

მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, ფინანსები იყო. კლიფინ ფრანსისი მათემატიკის მასწავლებელია და დღეში 40$-ს გამოიმუშავებს.

"გავაანალიზე, რომ არ მქონდა იმდენი ფული, რუსეთში ჩავსულიყავი და იქ დიდი
ხნის განმავლობაში დავრჩენილიყავი.

ჩემს თავს შევეკითხე, ყველაფერ ამის გათვალისწინებით, როგორ შეგიძლია რუსეთში მოხვდე?! რა თქმა უნდა, ველოსიპედით! ეს დიდებული იდეა იყო", - იხსენებს ფრანსისი.

მეგობრებს მისი არ სჯეროდათ, მაგრამ ფრანსისს ეს აზრი გონებაში უკვე ჩაბეჭდილი ჰქონდა და მის განხორციელებას აპირებდა.

მან მოგზაურობა 23 თებერვალს დაიწყო. ის თავდაპირველად დუბაიში ჩაფრინდა, საიდანაც ირანში გადავიდა. აქედან კი რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი 4,200 კმ-ის მოშორებით იყო.

"ფეხბურთისა და ველოსიპედით სეირნობის გიჟი ვარ. ამ ორმა ჩემმა დიდი სიყვარულმა გადამაწყვეტინა, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა", - იხსენებს ფრანსისი.

დუბაიში ველოსიპედი ვიყიდე, რომელიც საკმაოდ ძვირი, 700$ დოლარი დამიჯდა, მაგრამ ის სამოგზაუროდ დიდებული იყო.

Sportall.Ge

ირანში როდესაც ჩავედი, 11 მარტი იყო. ის დიდებული ქვეყანაა, სადაც თითოეული ადამიანი გესალმება და გიღიმის.

ამ ქვეყანაში 45 დღე გავატარე და აქედან სასტუმროში ღამის გასათევად მხოლოდ 2-ჯერ დავრჩი. ადამიანები სახლში მეპატიჟებოდნენ, საჭმელს მაძლევდნენ და მაძინებდნენ.

Sportall.Ge

ჩემი წარმოდგენა ირანის შესახებ სრულიად შეიცვალა. მივხვდი, რომ ყველაფერი ტელევიზორითა და პოლიტიკური სიტუაციით არ უნდა განსაზღვრო", - იხსენებს ფრენსისი.

შემდეგი გაჩერება აზერბაიჯანი იყო, სადაც სასაზღვრო პოლიციასთან პრობლემები შეექმნა. ფრანსისის პასპორტში სურათი არ იყო ჩაკრული, პოლიციას მისი ვინაობის დასადგენად კი საათები დასჭირდა.

"აზერბაიჯანში სასიამოვნო ხალხი დამხვდა. ქუჩაში რამდენიმე ინდოელი შემხვდა, რომლებთანაც რამდენიმე ღამე გავათიე", - ამბობს ფრანსისი.

ამის შემდეგ კი ფრანსისი საქართველოში შემოსვლას აპირებდა, თუმცა მესაზღვრეებმა ამის უფლება არ მისცეს.

"ყველა დოკუმენტი მზად მქონდა, თუმცა საქართველოში არ შემიშვეს. ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა. ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, აზერბაიჯანშიც ვერ დავბრუნდებოდი, რადგან მხოლოდ ერთჯერადი ვიზა მომცეს", - იხსენებს ფრანსისი.

ამის შემდეგ ფრანსისმა ერთი დღე საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე გაატარა, რის შემდეგაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მას საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცა.

Sportall.Ge

"მჭირდებოდა, ახალი გზა მეპოვა, თუ როგორ მოვხვედრილიყავი რუსეთში. როგორც შემდეგში მითხრეს, ეს დაღესტნის გავლით შეიძლებოდა.

ვიცოდი, რომ ეს შესაძლოა, უსაფრთხო არ ყოფილიყო, მაგრამ სხვა გზა არ იყო. დაღესტანში 5 ივნისს შევედი.

ყველაზე დიდი პრობლემა სასაუბრო ენა აღმოჩნდა. დაღესტანში ხალხი ინგლისურად თითქმის არ საუბრობდა.

ხალხი გაოცებული იყო, როდესაც ინდოელს ველოსიპედზე ხედავდა", - იხსენებს ფრანსისი.

ინდოელი მოგზაური ამჟამად ტამბოვში იმყოფება, რომელიც მოსკოვიდან 460 კმ-ითაა დაშორებული.

მისი მიზანია, 26 ივნისს მოსკოვში იყოს, რათა საფრანგეთისა და დანიის ნაკრებების მატჩს დაესწროს.

"ეს ერთადერთი თამაშია, რომლის ბილეთის ყიდვაც მოვახერხე, მაგრამ მე არგენტინისა და ლიონელ მესის ფანი ვარ.

ჩემი ოცნებაა, შევხვდე მესის და ჩემი ველოსიპედით გავასეირნო.

მსურს, ერთ დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ინდოეთის ნაკრებიც ვიხილო. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდება, როდესაც ინდოეთში ფეხბურთით უფრო მეტი ბავშვი დაკავდება.

ჩვენს შანსებს მომავალი 20 წლის განმავლობაში ოპტიმისტურად ვუყურებ. ასევე იმედი მაქვს, ჩემი ისტორიის გაგების შემდეგ ხალხი ველოსიპედით უფრო მეტს ივლის.

ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება, თუ ამ ისტორიის შემდეგ ინდოეთში ბავშვები ფეხბურთითა და ველოსიპედით სეირნობით დაკავდებიან", - ამბობს ფრანსისი.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
საინტერესოა რატომ არ შემოუშვეს ველოსიპედით მოგზაური?! თუ კი ყველა ამ ქვეყანაში იყო. ჩვენ რა პრობლემა გამოვუნახეთ?!
ლევანი
16:14 21-06-2018
4
გილოცავთ! ახდა ოცნება.... ადრე ასეთ რაღაცეებს ვიგებდით სხვა ქვეყნებზე და გვიკვირდა, რომ არსებობდნენ ასეთი "არამეგობრული" ქვეყნები... ახლა ჩვენც ამ სიაში ვართ... სირცხვილია!
ebshtain
13:50 21-06-2018
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული